ოცნებები ზრუნვით სრულდება
კახეთის ერთ პატარა ქალაქში — წნორში, წლების წინ ახალგაზრდების ჯგუფმა პატარა სოციალური საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, ცოდნის კაფე დაარქვა და დიდ, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცედ მალევე აქცია. ბავშვების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, ახალი ცოდნის მიღება თუ გამოცდილების გაზიარება ცოდნის კაფეს მთავარი მისიაა. დაარსების დღიდან დონაციებით, მეგობრების გვერდში დგომით, თანამოაზრეებისა თუ კეთილი ადამიანების ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერით არსებობს. ამ ეტაპზე ცოდნის კაფე თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, კაფეს და არაფორმალური განათლების სივრცეს მოიცავს, რომლითაც რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს, თუმცა გეგმები და მიზნები ბევრად დიდი და მასშტაბურია. იმისთვის, რომ ყველა ქიზიყელს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნაზე, ყველა მსურველმა შეძლოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება, როგორც ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ამბობს ცოდნის კაფე ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა.
"2400-ზე მეტ მოქალაქესთან ცოდნის კაფეს ვუშენებთ საკუთარ ჭერს. კონსტრუქციის რესურსები მოძიებულია და ახლა უკვე სარემონტო რესურსებს და პატარ-პატარა აგურების შეგროვება დავიწყეთ ადამიანებისგან და ბიზნეს ჯგუფებისგან. ვინც დებს ერთ აგურს, ანუ რიცხავს თანხას, მისი სახელი დაიწერება ცოდნის კაფეს მაშენებელთა კედელზე. ახალი ცოდნის კაფე არსებულ სივრცეებთან ერთად თვითმობილიზების მუზეუმს, რობოტიკის სკოლას, საერთო სამუშაო სივრცესა და არტ რეზიდენციას გააერთიანებს, სადაც მეგობრულ და მყუდრო გარემოში ყველა მსურველი უკეთესი განათლების მიღებას, ახალი ინტერესების აღმოჩენას, განვითარებას და სოციალიზაციას შეძლებს. ჩვენი სივრცე საჭირო საგანმანათლებლო და კულტურულ ინიციატივებს უმასპინძლებს და რეგიონის გააქტიურებას შეუწყობს ხელს", — ამბობს ნანა ბაგალიშვილი, ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი.
მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ ერთიანი ძალებით ხორციელდება, — ამის მტკიცედ სჯერათ ცოდნის კაფეში, ამიტომაც სიამოვნებით მიიღეს თეგეტა ჰოლდინგის წინადადება და მათ კამპანიაშიც ჩაერთნენ. სხვა ორგანიზაციებთან ერთად პლატფორმაზე tegeta.care ცოდნის კაფესაც იპოვით. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ზრუნვის კამპანიაში თქვენც ერთვებით. არა, უბრალოდ კი არ ერთვებით, არამედ თქვენი დონაციით და თანადგომით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით და აშენებთ საგანმანათლებლო ოაზისს — ცოდნის კაფეს და მოგვიანებით თქვენი სახელობის აგურსაც პოულობთ ცოდნის კაფეში.
კომპანია თეგეტა ჰოლდინგმა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და სიკეთის გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანის გასაერთიანებლად, მასშტაბური საახალწლო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა tegeta.care, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ პროექტებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობას აძლევს მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე იზრუნოს — დააფინანსოს, მხარი დაუჭიროს ან ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი. სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მონაცემები, გამოცდილება, სტატუსი ან ფინანსური მდგომარეობა. ზრუნვა არც ზედმეტ თავისუფალ დროს, განსაკუთრებულ რესურსს და არც დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
"tegeta.care არის ხიდი იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურს განათლების მიღება და ვისაც აქვს შესაძლებლობა გაამარტივოს განათლებაზე წვდომა, თანხა ჩადოს და განავითაროს ეს მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიასთან ამ ტიპის ურთიერთობა, ძალიან კარგი გუნდია და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ უკვე ცოდნის კაფეს ჭერქვეშ მეგობრობას", — ამბობს ნანა ბაგალიშვილი, ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი.
ჯადოსნური, ბრჭყვიალა და დადებითი ემოციებით სავსე თარიღი ახლოვდება... ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ბავშვებზე, მოხუცებზე, მიუსაფარ ცხოველებზე, იმისათვის რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
კომენტარები