ლედი გაგა "გუჩის სახლის" გადასაღებ მოედანზე ფსიქიატრის დაკვირვების ქვეშ იყო
ცოტა ხნის წინ მსოფლიოში რიდლი სკოტის ახალი გახმაურებული ფილმის — გუჩის სახლის პრემიერა შედგა. იტალიური მოდის სახლის შესახებ გადაღებულ კრიმინალურ დრამას ნამდვილად ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი ლედი გაგაა. გაგამ ფილმში მაურიციო გუჩის საბედისწერო პარტნიორის, პატრიცია რეჯიანის როლი მოირგო.
კონკრეტული პერსონაჟის გაცნობა და მისი სიღრმისეულად შესწავლა მარტივი საქმე სულაც არაა და ამისთვის მსახიობები ხშირად რადიკალურ გზებს მიმართავენ. გამონაკლისი არც ლედი გაგაა, რომლის ყოველდღიურობაზეც პატრიციას როლმა დიდი გავლენა მოახდინა.
გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში გაგამ გუჩის სახლის გადაღების თანმდევ სირთულეებზე ისაუბრა. იმის გარდა, რომ როლისთვის 9 თვის განმავლობაში იტალიური აქცენტით საუბრობდა, მკითხველებს ისიც გაუმხილა, რომ გადაღებებზე ფსიქიატრის დაკვირვების ქვეშ იყო.
"სახლში წყვდიადი გამყვა, რადგანაც რეჯიანის ცხოვრება სიბნელით იყო მოცული...როცა გადაღებები დასასრულს უახლოვდებოდა, ფსიქიატრთან ერთად ვმუშაობდი. ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა. ვგრძნობდი, რომ ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი", — ამბობს ლედი გაგა.
ლედი გაგამ ისიც დაამატა, რომ ეს ისტორია საზოგადოებას ქების მიღების ხათრით არ გაუმხილა. ის თვლის, რომ მსგავსი თავგანწირვა მსახიობებს არ მოეთხოვებათ.
"ვფიქრობ, მსახიობებმა ასეთი თავგანწირვა არ უნდა გამოიჩინონ. საკუთარ თავს მუდამ ვეკითხები, თუ რატომ ვიქცევი ასე", — ამბობს გაგა.
გაგამ აღიარა, რომ ხელოვნების სახელით განცდილი ფიზიკური ტკივილი და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მისთვის უცხო არაა და ფიქრობს, რომ ხშირად ზედმეტი მოსდის.
"დახმარების თხოვნაში სამარცხვინო არაფერია. თუ ოდესმე თავს ასე იგრძნობთ, დახმარება ითხოვეთ", — მოუწოდებს გაგა მკითხველებს.
აღსანიშნავია, რომ როლმა ლედი გაგას ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა და, დიდი ალბათობით, მას ოსკარზეც ვიხილავთ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები