ნათია თურნავა

16 Dec. 2021, 17:40

ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული რეგიონის ეკონომიკასთან, ინტეგრირებულები ვართ გლობალურ მსოფლიო ეკონომიკაში, თუმცა 2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე წინა, 2020, როდესაც არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა უფრო ეფექტური მეთოდი საზღვრებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა და შესაბამისად, გაჩერებულ ეკონომიკასაც ვერაფრით ვეხმარებოდით წერტილოვანი სუბსიდიების გარდა. ამ თვალსაზრისით 2021 წელი გახდა ნამდვილად გარღვევის ეტაპი.

გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უარი ვთქვით ჩაკეტვებზე და პანდემიასთან ბრძოლაში გადავედით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად გავხსენით და აღვადგინეთ ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო. ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა, ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ