ბენ აფლეკის თქმით, ცოლს რომ არ გაშორებოდა, ისევ ალკოჰოლიკი იქნებოდა
თანამედროვე ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობ კაცს, ბენ აფლეკს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ალკოჰოლთან დამოკიდებულების პრობლემა. უახლეს ინტერვიუში მან საჯაროდ განაცხადა, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ქორწინება იყო.
49 წლის მსახიობმა Howard Stern Show-ში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ჯენიფერ გარნერთან ქორწინებამ ნაწილობრივ განაპირობა მისი ალკოჰოლიკობა:
"ალბათ, ახლაც დალევას გავაგრძელებდი [ისევ რომ ერთად ვიყოთ]. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დალევა დავიწყე... რადგან თავს მახეში გაბმულად ვგრძნობდი. ვფიქრობდი: 'ბავშვების გამო მისი მიტოვება არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა, რომ უბედური ვარ?' ამის გამო ბოთლით სკოჩს ვსვამდი და დივანზე ვიძინებდი, რაც სულაც არ იყოს კარგი გამოსავალი", — ამბობს აფლეკი.
ცნობილია, რომ ბენ აფლეკი სხვადასხვა დროს გადიოდა სარეაბილიტაციო მკურნალობას ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათ შორის 2001 და 2017 წლებში.
2018 წელს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და ჯენიფერ გარნერი დაშორდნენ. წყვილმა 2005 წელს იქორწინა და სამი საერთო შვილი ჰყავთ.
The Gone Girl (გაუჩინარებული ქალი) ვარსკვლავმა ისიც აღნიშნა, რომ მათ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ყველაფერი იღონეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს:
"ჩვენმა ქორწინებამ არ გაამართლა, რაც ხდება ხოლმე. შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და პატივს სცემდე, მაგრამ მასთან ქორწინებაში ყოფნა აღარ გინდოდეს. ჩვენ შვილების გამო ყველაფერი ვცადეთ, რადგან არ გვინდოდა, მათთვის ქორწინების მსგავსი ფორმა გამხდარიყო სამაგალითო".
ბენ აფლეკმა 2020 წელს განაცხადა, რომ ბეტმენის როლზე უარის თქმა სწორედ ალკოჰოლიზმის გამო მოუწია. მაშინდელ ინტერვიუში იმასაც გაუსვა ხაზი, თუ როგორ შეუქმნა ამ გარემოებამ პრობლემა მის ქორწინებასაც:
"დიდი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივად ვსვამდი, თუმცა, ერთხელაც უფრო მეტად მოვუხშირე ალკოჰოლის მიღება და ჩემმა ქორწინებამაც განადგურება დაიწყო. ეს ყველაფერი 2015-16 წლებში დაიწყო და ამან, რა თქმა უნდა, ცოლ-ქმრული პრობლემები გამოიწვია. მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, რომელთაც ახლა ვნანობ, თუმცა ვცდილობ ფეხზე კვლავ წამოვდგე, ამ გამოცდილებით გაკვეთილი მივიღო და ცხოვრება გავაგრძელო", — იხსენებს მსახიობი.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები