PACE ქართულ ოცნებასა და ენმ-ს მოუწოდებს, ეროვნული კეთილდღეობა ვიწროპარტიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატი დაძლიონ.
8-10 დეკემბერს, ქვეყანაში მათი ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატენმა და კლოდ კერნმა ქვეყანაში არსებული უკიდურესად პოლარიზებული კლიმატის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს, რომელიც ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს აფერხებს.
"ეს ძირს უთხრის ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიის კონსოლიდაციას და რისკის ქვეშ აყენებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია ამ წლების განმავლობაში", — ნათქვამია განცხადებაში.
მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ, ორ უდიდეს პარტიას — ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს საერთო ეროვნული კეთილდღეობა ნებისმიერ ვიწროპარტიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ისინი შიშობდნენ, იყო დე ფაქტო პლებისციტი მმართველი უმრავლესობისთვის, რის შედეგადაც საარჩევნო გარემო უფრო გამკაცრდა. ამიტომ, ისინი მიესალმებიან რომ წლის დასაწყისში, კონსენსუსის შედეგად, არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც სარგებელი მოიტანა არჩევნების ორგანიზებისას. ამავე დროს, მათ შეშფოთება გამოთქვეს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის, ასევე, ძალადობის ფაქტების გამო. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიკვლიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ბრალდება.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები