საახალწლო ღონისძიებების გამო 14 იანვრის ჩათვლით ათონელის, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების გამო სამ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით, 14 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება. ათონელის ქუჩაზე შეზღუდვა ხვალ, 19 დეკემბრის 10:00 საათიდან იმოქმედებს. 20 დეკემბრიდან შეზღუდვა შეეხება ხიდისა და სკუდიერის ქუჩებსაც:
რა მიმართულებით იკრძალება მოძრაობა
- ზაარბრიუკენის მოედნიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალება ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) ათონელის ქუჩის მიმართულებით;
- გადაადგილება შეეზღუდებათ ჯ. სკუდიერის ქუჩიდან, ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდისკენ) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს;
- ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) მოხვედრა აიკრძალება ს. ვირსალაძის, გ. ჭანტურიასა და რ. აბჟანდაძის ქუჩებიდან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც.
რა მიმართულებითაა დაშვებული მოძრაობა
-
ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ ლ. ტოლსტოის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს (მარცხენა სანაპირო) გავლით, ბარათაშვილის ხიდის, რ. თაბუკაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით;
-
ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით;
-
ს. ვირსალაძისა და გ. ჭანტურიას ქუჩებიდან ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდი) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დაშვებულია ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და ნოე ჟორდანიას მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი
- ავტობუსი N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას. ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდება ბარათაშვილის ხიდზე და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგ, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით;
- ავტობუსი N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით გადაინაცვლებს ბარათაშვილის ქუჩაზე. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე, მარცხენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებს და იმოძრავებს დადგენილი სქემით;
-
მიკროავტობუსი N50 მეტროსადგურ ავლაბრის მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან განაგრძობს სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით. დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ ავლაბარს. უკუმიმართულებით, მარშრუტი მეტროსადგურ ავლაბრიდან დაუკავშირდება ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგ ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩით მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და განაგრძობს სვლას დადგენილი სქემით;
-
მიკროავტობუსის მარშრუტები N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, გადაინაცვლებენ მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი სქემით;
-
მიკროავტობუსი N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩით (ელბაქიძის დაღმართი) დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს. შემდეგ, მარშრუტი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, მარშრუტი იმოძრავებს დადგენილი სქემით;
-
მიკროავტობუსი N150 გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით. ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, გადაინაცვლებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მოხვდება გორგასლის ქუჩაზე, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით.
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
კომენტარები