რობერტ პატინსონის ბეტმენი რეჟისორმა კურტ კობეინის ინსპირაციით შექმნა
ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მეთ რივზმა მაყურებლებს ახალი ბეტმენის შესახებ თავისი შეხედულებები გაანდო. ახალ ინტერვიუში კი რივზმა რობერტ პატინსონის მიერ განსახიერებული ბეტმენის შთაგონების წყაროს შესახებ ისაუბრა.
"როცა ბეტმენის პირველ მოქმედებას ვწერდი, ნირვანას Something In The Way-ს ვუსმენდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ უარი მეთქვა ბეტმენის ტრადიციულად ასახვაზე და რაღაც უფრო მძაფრი მომეფიქრებინა. ასეთი ვერსიის მიხედვით, ბეტმენს დიდი ტრაგედია უნდა გადაეტანა და ბოლოს მარტოსული გამხდარიყო. ასე დავიწყე კავშირის ძიება გას ვან სენტის უკანასკნელ დღეებსა და კურტ კობეინით შთაგონებულ ბეტმენის ვერსიას შორის", — ამბობს რეჟისორი.
კურტ კობეინის ინსპირაციამ რეჟისორ მეთ რივზს გადააწყვეტინა, რომ მთავარ როლზე პატინსონი დაემტკიცებინა. "არის რაღაც მსგავსება კურტ კობეინთან, რადგან პატინსონს შეუძლია როკვარსკვლავსაც ჰგავდეს და ასევე, გულჩათხრობილიც იყოს", — ამბობს რივზი. ამ გადაწყვეტილების გამო, მთელი ესთეტიკა, რომელიც პერსონაჟთან ასოცირდებოდა, შეიცვალა. "ბეტმენი არ არის მაღალი წრის წარმომადგენელი, ის ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ ალფრედთან ერთად ქმნის", — დასძინა რეჟისორმა.
მეთ რივზმა 2020 წელს განაცხადა, რომ ფანები ახალგაზრდა ბრიუს უეინს არ უნდა ელოდნენ, რომელიც თავის მოწოდებას ბეტმენში იპოვის. ასე რომ, ფილმი ძველ სიუჟეტურ ხაზს ახალ მიჰყვება და ახალ ისტორიას გვთავაზობს.
"ბეტმენი აღარ არის სუპერგმირი ტრადიციული გაგებით და ახლა მისი მთავარი სუპერძალა გამძლეობის უნარია. ახალი ფილმის ისტორია არ ეხება იმას, თუ როგორ გახდა ბრიუსი ბეტმენი, არამედ ბეტმენად ყოფნის პირველ დღეებზე მოგვითხრობს, როცა პერსონაჟი საშუალებას ხედავს ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც აქამდე არავის შეეძლო", — ამბობს რეჟისორი.
ბეტმენის ახალი ფილმი კინოთეატრებში 2022 წლის 4 მარტს გამოვა.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები