"კიკლიკო" ქართული სტარტაპია, რომელსცაც სურს, რომ ხმოვანი გიფები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს და მათ ნებისმიერ აპლიკაციაში მიმოწერისას ჩვეულებრივად ვიყენებდეთ.

სტარტაპი ახალი შექმნილია და ბაზარზე ფეხს ახლა იკიდებს. დღემდე, კიკლიკოს გამოყენება Android აპლიკაციით ან ბრაუზერის ექსთენშენით შეგვეძლო. დღეიდან კი Kikliko აიფონის მომხმარებელთათვისაც იქნება ხელმისაწვდომი და აპლიკაციის გადმოწერას პირდაპირ AppStore-დან შეძლებთ.

Kikliko-ს ხმოვანი გიფების გამოყენება ყველაზე მარტივი სწორედ ასე, აპლიკაციის გამოყენებითაა. აქედან მათი გაგზავნა ჩათებში პირდაპირ, ვიდეოს სახით შეგიძლიათ, ანუ ადრესატს ლინკზე გადასვლა არ მოუწევს და ხმოვან გიფს პირდაპირ მესნჯერში გახსნის.

გაიგე მეტი Kikliko-ს შესახებ: KIKLIKO — ქართული პლატფორმა ხმოვანი GIF-ებისთვის, რომელსაც მალე მილიონობით ადამიანი გამოიყენებს