ქუთაისში, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. არსებული ინფორმაციით გარდაიცვალა 2, ხოლო დაშავდა 3 ადამიანი.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ეს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციიის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.