ლავროვი ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში "ძალით ჩათრევას" ცდილობენ და იტყუება, თითქოს ხალხის დიდ ნაწილს ინტეგრაცია არ სურს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში "ძალით შეყვანას" ცდილობენ და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ეს "წითელი ხაზის დარღვევა" იქნება. ამასთანავე ის იტყუება, თითქოს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ეს არ სურს, რასაც არცერთი გამოკითხვა არ ადასტურებს. მეტიც, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, უმრავლესობა ინტეგრაციის მომხრეა.
რუსეთის სახელწმიფო მედიის, Tass-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ თქვა. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ გეოპოლიტიკურ სცენარებზე, მათ შორის, არც "მცდელობებზე, ძალით ჩაითრიონ საქართველო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილის მიუხედავად".
ლავროვის მტკიცებით, რუსეთი დაინტერესებულია, არ დაუშვას მოვლენების ნეგატიური განვითარება იმ სცენარით, რომელსაც "ნატოს ზოგიერთი სტრატეგია ხატავს".
"ჩვენი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი: ეს იქნება წითელი ხაზი, თუ ალიანსი გააგრძელებს უფრო მეტად მოახლოებას რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან", — განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა NATO-ში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნების არის გაკრიტიკებული.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს. საგარეო უწყების განცხადებით, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის პოზიცია უცვლელი რჩება და ყველა ერს აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები