ალდაგმა 2021 წელს 50 მილიონ ლარამდე თანხა აანაზღაურა
2021 წლის დასაწყისიდან 11 თვის განმავლობაში, ალდაგმა 17 ათასამდე ზარალი დაარეგულირა და მომხმარებლებს 50 მილიონამდე ლარი აუნაზღაურა. აქედან 4 მილიონი ლარი აგროდაზღვევის ფარგლებში მხოლოდ ფერმერებს აუნაზღაურდათ.
პოსტპანდემიური გამოწვევების მიუხედავად, ალდაგის წილი სხვადასხვა სეგმენტებში გაიზარდა. 2021 წლისთვის, ალდაგი მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 29% ფლობს, აგროდაზღვევაში მისი წილი 35%-ია, ავტოდაზღვევაში 27%, ხოლო ქონების დაზღვევაში 34%. ალდაგის პორტფელში 200 000 აქტიური პოლისია.
წლის განმავლობაში ალდაგის შეთავაზებებს შეემატა ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, მათ შორის პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება — პრიმო, რომელიც ახალი ბრენდის სახით არის წარმოდგენილი და განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიისგან სურთ პრემიუმ სერვისის მიღება, მათ შორის პერსონალური მენეჯერის მომსახურება და განსხვავებული პირობები სადაზღვევო პროდუქტებზე.
ინოვაციურ პროდუქტებს შორის არის პირველი ციფრული ავტოდაზღვევა საქართველოში — backapp. მობილური აპლიკაცია, სადაც მსურველს სახლიდან გაუსვლელად, აპლიკაციის საშუალებით შეუძლია მანქანის დაზღვევა. სრულიად გაციფრულებული პროცესის გარდა, პროდუქტის უპირატესობა მდგომარეობს ტარიფის ინდივიდუალურად დაანგარიშების კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც დაზღვეული იხდის არა ფიქსირებულ თანხას, არამედ იმდენს, რამდენსაც აპლიკაცია მანქანის ტარების შესაბამისად უანგარიშებს.
წლის განმავლობაში შეიქმნა არაერთი სხვა პროდუქტი, მათ შორის ინოვაციური — სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელის ანალოგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არ მოიპოვება და გულისხმობს 16 მძიმე დაავადებიდან ერთ-ერთის დადასტურების შემთხვევაში მომხმარებლის ან მისი ოჯახის სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას.
"მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გათვალისწინებით ინდუსტრიას საკმაოდ არამდგრად გარემოში უწევდა ოპერირება, შევძელით 2021 ყოფილიყო ნაყოფიერი ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. აქტიურად გავაგრძელეთ დიჯიტალიზაციის პროცესი, დავამატეთ ახალი პროდუქტები და სერვისები და შევცვალეთ სადაზღვევო მომსახურებისმიღების გამოცდილება ჩვენი ახალი მიდგომებისა და სტანდარტების შესაბამისად. შიდა კვლევის თანახმად, ალდაგში მიღებული გამოცდილებით მომხმარებლბის 97% კმაყოფილია, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა", — განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
2021 წელს კომპანიამ შეცვალა მისია და მომხმარებელს გააცნო ახალი სლოგანი. მზად ხარ ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ გელოდება — ეს არის ალდაგის ახალი მისია, რომელიც იმ ემოციურ სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დაზღვევას ადამიანებისთვის მოაქვს.
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
კომენტარები