თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროსექტორული მიმოხილვა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროსექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.
თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტი, ინფლაცია კი 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ასევე, ლარის კურსის 5-პროცენტიანი გაუფასურება, 2019 წელთან შედარებით კი ტურიზმის 75-პროცენტიანი აღდგენაა მოსალოდნელი.
2021 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა. დანაზოგების შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლებამ.
პუბლიკაციის თანახმად, 2021 წელს ტურისტული შემოდინებები, 2019 წელთან შედარებით დაბალია. საერთაშორისო მასშტაბით, ყველაზე დიდი დრო ბიზნეს მოგზაურობის აღდგენას დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ტიპის შემოდინებების წილი მცირეა. ასევე დაბალია ვიზიტების რაოდენობა შორი დისტანციიდან.
ტურიზმთან ერთად, ექსპორტის, გზავნილებისა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2019 წელთან შედარებით, მომატებულია ჩინეთისა და ევროკავშირის წილი, რუსეთის წილი კი — შემცირებული. ამასთან, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის მიმართ საქართველო კვლავ მოწყვლადია. ასევე, რისკია აშშ დოლარის შესაძლო გამყარება და ლირის გაუფასურების ზეგავლენა, თუმცა ისტორიული დინამიკისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ ლირის გაუფასურება ფიქსირდება, ვინაიდან სხვა ვალუტები სტაბილურობას ინარჩუნებს.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის შესაბამის დონეს.
კვლევის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში აღდგენა სტაბილურია. 2021 იანვარ-ოქტომბერში ტრანზაქციების რაოდენობა 1 პროცენტით აჭარბებს 2019 წლის იმავე დონეს.
პანდემიამ მეტად იმოქმედა ქირაზე და გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესების მიუხედავად, 2019 წლის დონეს 17,5 პროცენტით ჩამორჩება.
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე პანდემიამ ბათუმში უფრო მეტად იმოქმედა, თუმცა 2022 წლიდან, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასი, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ბათუმში უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე თბილისში.
თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები