Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google — ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კომპანიებისა, რომელთა აქციების ყიდვა უკვე 1 დოლარიდანაც შეგიძლია. ეს სიახლე საქართველოს ბანკის მობილბანკში უკვე რამდენიმე კვირაა დაინერგა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციებით ვაჭრობა ასეთი ადვილი ჯერ არ ყოფილა, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა გათვალისწინება უკეთეს ინვესტორად გაქცევს. მითუფრო, თუ შენთვის აქციები, ინვესტიციები, საფონდო ბირჟა და სხვა მსგავსი ტერმინები ჯერ კიდევ უცხოა, დროა დარეგისტრირდე ბიზნესკურსზე, რომელიც გეტყვის, რა არის ინვესტირება და ახლოს გაგაცნობს მის ყველა მახასიათებელს.

ფოტო: საქართველოს ბანკი

კურსი — როგორ დაიწყო ინვესტირება $1-დან, რომელსაც Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე უძღვება, რვა მოდულისგან შედგება:

  • შესავალი
  • რა არის ინვესტირება
  • კაპიტალის ბაზრის მონაწილეები
  • რა პროდუქტებში შეიძლება ინვესტირება
  • ფასიანი ქაღალდების შერჩევა და ინდექსები
  • Bull & Bear Markets
  • რა არის დივერსიფიკაცია
  • ანგარიშის გახსნა

ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით იმ საკითხების შესახებ, რომლებზე ინფორმაციას კურსის მიმდინარეობისას უფრო ვრცლად მიიღებთ.

რა არის ინვესტირება?

ფოტო: საქართველოს ბანკი

არ არსებობს საუკეთესო დრო, დაიწყე ინვესტირება დღეს

დავით ნიშნიანიძე

ინვესტირება სხვაგვარად შენს ხელთ არსებული რესურსების დაბანდებაა მომავალში მოგების მიღების მიზნით. მაგალითისთვის, როცა საფონდო ბირჟებზე აქციებს ყიდულობ, შენ ფულს ფასიან ქაღალდებში ცვლი და თუ ყველაფერი რიგზეა, სწორ დროსა და ადგილას ჩადებული ინვესტიციის ღირებულება იზრდება.

ინვესტირების მიზანი მოკლე ან გრძელვადიანი მოგების მიღებაა. ერთი მხრივ, შესაძლებელია იყიდო აქცია და ფასის გაზრდის შემდეგ გაყიდო. მეორე მხრივ კი შესაძლოა ფული გრძელვადიანი მიზნების შესასრულებლად, მაგალითად, სახლის შესაძენად დააბანდო.

ვინ არიან კაპიტალის ბაზრის მონაწილეები?

ფოტო: საქართველოს ბანკი

საფონდო ბირჟებზე რამდენიმე მთავარი მოთამაშეა, თუმცა მის მთავარ გამწევ ძალას ინვესტორები წარმოადგენენ. გარდა ამისა, აქ შეხვდები ბროკერებს, რომლებიც საფონდო ბირჟაზე აქციების ვაჭრობაში დაგეხმარებიან; პორტფელის მენეჯერებს, რომლებიც ინვესტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში უწევენ დახმარებას და საინვესტიციო ბანკირებს, რომლებიც კომპანიებს საფონდო ბირჟებზე წილების განთავსებაში უწევენ კონსულტაციას.

რა პროდუქტებში შეიძლება ინვესტირება

ფოტო: საქართველოს ბანკი

ინვესტირება შესაძლებელია აქციებში, ობლიგაციებში და სხვა საინვესტიციო კატეგორიებში, როგორებიცაა უძრავი ქონება, ფიუჩერსი, კრიპტოვალუტები, ოპციონი, საბირჟო საქონელი და სხვა.

რაც შეეხება უშუალოდ აქციებს, საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა სახის აქციას შეხვდებით, რომელიც რამდენიმე სექტორში ერთიანდება. ესენია: ენერგეტიკის, მასალების, ინდუსტრიული, ჯანდაცვის, კომუნალური მომსახურების, უძრავი ქონების, ფინანსური, მომხმარებელთა დისკრეციული, მომხმარებელთა საჭიროების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო მომსახურების სექტორები.

ფასიანი ქაღალდების შერჩევა და ინდექსები

ფოტო: საქართველოს ბანკი

ფასიანი ქაღალდები იმისდა მიხედვით უნდა შეარჩიო, თუ რა მიზნების მიღწევას ცდილობ. გარდა ამისა გასათვალისწინებელია დრო, ასაკი და რისკისადმი დამოკიდებულება.

ხოლო ინდექსები სხვადასხვა კომპანიის მონაცემებს აერთიანებენ და ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის საშუალებას იძლევიან. თუ გსურს გაიგო, როგორი მდგომარეობაა საფონდო ბირჟებზე, ინდექსებს უნდა დააკვირდე. ყველაზე ცნობილი ინდექსებია: დოუ ჯონსის ინდექსი, S&P 500, Nasdaq, Russell 2000.

რა არის Bull & Bear ბაზრები?

ფოტო: Shutterstock

ინვესტირების სამყაროში ბაზრის მდგომარეობის აღსაწერად ხშირად იყენებენ ტერმინებს "Bull" და "Bear". ეს ტერმინები აღწერს, რა ვითარებაშია საფონდო ბირჟა — რომელი ტენდენცია იჩენს თავს, აღმავალი თუ — დაღმავალი.

Bull Market საფონდო ბაზრის ისეთი სახეა, რომელსაც აღმავალი ტენდენციები ახასიათებს და ეკონომიკურად ხელსაყრელია. Bear Market კი ისეთ ბაზარს აღნიშნავს, სადაც აქციების უმეტესობის ფასი ვარდება.

რა არის დივერსიფიკაცია?

დივერსიფიკაცია რისკების მართვის ჭკვიანური სტრატეგიაა, რომელიც საინვესტიციო პორტფელის იმგვარად დაყოფას გულისხმობს, რომ იგი აერთიანებდეს სხვადასხვა ტიპის აქციას, ობლიგაციასა თუ სხვა ტიპის ფასიან ქაღალდებს — აქტივებს, რომელთაც საფონდო ბირჟებზე განსხვავებული ქცევა ახასიათებთ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თუ რომელიმე ინვესტიცია წარუმატებელი იქნება, სხვა სექტორებში დაბანდებული სახსრები თქვენი საერთო შემოსავლის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დივერსიფიკაცია თქვენი საინვესტიციო პორტფელის დაცვას გულისხმობს. იმისათვის, რომ დააზღვიოთ რისკები, საკუთარ სახსრებს სხვადასხვა ფინანსურ სექტორში, გეოგრაფიულ არეალსა და აქტივების კლასებში ანაწილებთ.

როგორ გავხსნათ ანგარიში?

საინვესტიციო ანგარიშის გასახსელად მხოლოდ საქართველოს ბანკის მობილბანკია საჭირო.

შენს მობილბანკში საინვესტიციო ანგარიში გახსნისთვის უმარტივესი ველების შევსება დაგჭირდება. შეგყავს ინფორმაცია შენ შესახებ, გაივლი ვერიფიკაციას და შენთვის საინვესტიციო სამყაროს კარი გაიხსნება.

ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად და ინვესტირებაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.