ფრედი მერკური 30 წლის შემდეგ — თეატრალური და ექსცენტრიული გენიოსის გახსენება
ეჭვგარეშეა, რომ ფრედი მერკური გენიოსი იყო — მისი მუსიკის, თეატრალური პერფომანსებისა და ექსცენტრიული სტილის წყალობით იგი პოპკულტურაში საკულტო ფიგურად იქცა. მუსიკოსის რევოლუციური ტექსტები, ფორტეპიანოზე დაკვრის ოსტატობა და როკმუსიკაში შეტანილი შოუბიზნესისთვის ნიშნეული ეპატაჟური სტილი მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგაც კი აღმაფრთოვანებელია.
მერკური ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში გამოირჩეოდა ჩაცმის იმ უცნაური სტილით, რომელმაც მოგვიანებით მუსიკალურ ინდუსტრიაში გადატრიალებაც კი მოახდინა. კლასიკური მუსიკისა და ოპერისადმი სიყვარულთან ერთად, იგი თეატრალური მიუზიკლების მოყვარულიც გახლდათ, რომელთა ელემენტებსაც მის მუსიკასა და სასცენო გამოსვლებში ვხედავთ. მერკურის მოსწონდა "კაბარეს მსგავსი რაღაცები". "ჩემი ერთ-ერთი ადრეული შთაგონება კაბარედან მოვიდა. მე ვაღმერთებ ლაიზა მინელის… იმას, თუ როგორ მღერის თავის სიმღერებს — ეს აბსოლუტური ენერგიაა", — ამბობდა იგი. მას ასევე მოსწონდა "ის ქორეოგრაფია, ფლუიდური სექსუალობა და სიჭარბის გამომხატველი ატმოსფერო", რომლითაც რიჩარდ ო'ბრაიენის საკულტო ფილმი, The Rocky Horror Picture Show, გამოირჩეოდა.
Queen-ის 1975 წლის სიმღერამ, Bohemian Rhapsody, რომელიც თავად მერკურიმ დაწერა, როკის სამყაროში ლამაზი მელოდიები, საოპერო ელემენტები და ნაწარმოების განვითარების კლასიკური ფორმა შემოიტანა. ეს სამოცდაათიანი წლები იყო — დრო, როდესაც მუსიკალური ჟანრები ერთმანეთს ერწყმოდნენ, მოდა გავლენას ახდენდა მუსიკაზე და — პირიქით.
როკშემსრულებლები ახალ პლატფორმას — ფერად ტელევიზიას იყენებდნენ, რათა იმაზე უფრო კრეატიულები ყოფილიყვნენ, ვიდრე წინა ათწლეულში ფორმალურ სამოსში ჩაცმული The Beatles გახლდნენ. მერკურისთვის შთაგონების წყარო ისეთი სუპერვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც დევიდ ბოუი (ინოვაციურობისთვის), ელტონ ჯონი (შოუმენობისთვის), და რობერტ პლანტია (ვოკალის გამო).
ბოუი ხელოვნების დარგებს შორის მუდამ მოგზაურობდა და როდესაც მერკურიმ ფილმის, ადამიანი-სპილო, სასცენო ვერსიაში მისი შესრულება ნახა, საოცრად აღფრთოვანდა. საბოლოოდ, მათ ერთად შეასრულეს Under Pressure (1981) და მეგობრებიც გახდნენ.
მოდისა და მუსიკის კავშირი
თავისი კარიერის განმავლობაში მერკურის მუსიკას არასდროს დაუკარგავს აქტუალობა. მისი ამგვარი პოპულარობის მიზეზი მუსიკასთან მუდმივად მორგებული სასცენო ვიზუალებიც უნდა ყოფილიყო. მერკური ამტკიცებდა, "ჩვენ არავის ვგავართ. თუ მაინცდამაინც, ჩვენ უფრო მეტი საერთო ლაიზა მინელისთან გვაქვს, ვიდრე ლედ ზეპელინთან… ჩვენ შოუბიზნესის ტრადიციის ნაწილი უფრო ვართ, ვიდრე როკ-ენ-როლის".
ინდივიდუალიზმისკენ ამგვარი სწრაფვის მაგალითი იყო 1984 წელს გამოშვებული I Want To Break Free, რომლის ვიდეოკლიპშიც ჯგუფის წევრები დრეგში არიან გამოწყობილნი. ეს ვიდეო აკრძალული იყო MTV-ზე აშშ-ში, ვინაიდან თვლიდნენ, რომ ის ქროსდრესინგს (როცა ერთი გენდერისთვის სტერეოტიპულად მიწერილი სამოსის სტილს სხვა გენდერული იდენტობის მქონე იცვამს) და ტრანსსექსუალობას "აქეზებდა". ამ ინციდენტით იმ ინდუსტრიის მანიპულაციური და არქაული დამოკიდებულებები გამოვლინდა, რომელიც, წესით, გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე უნდა ყოფილიყო. ბედის ირონიით, აკრძალვამ სიმღერის გაპოპულარულებაში ითამაშა როლი და მას მსოფლიო წარმატება ხვდა წილად. ახლახან Youtube-ზე ამ ვიდეოს ნახვების რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა.
მერკური კოსტიუმებითა და ზოგადი სტილით ბოჰემურ რაფსოდიამდეც ატარებდა ექსპერიმენტებს. ის კონტრკულტურული რევოლუციის პერიოდშიც კი ახერხებდა მოდაში არსებული წესების დარღვევას. ჯესიკა ბამპუსი Vogue-დან აღნიშნავს, რომ "იქნება ეს მოდა, კინოინდუსტრია თუ ჯონ ლუისის რეკლამებიც კი, ფრედი მერკურის გლამურული, თეატრალური და ბარიერების დამრღვევი სტილი კვლავ ყურადღების ცენტრშია". მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მერკურის კოსტიუმები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მოდაზე. სულ რაღაც 2019 წლის ზაფხულშიც კი მერკურის მუსიკა პოდიუმზე ისეთმა ბრენდებმა გამოიყენეს, როგორებიც Balmain და Watanabe არიან. მათ კოლექციებში წარმოდგენილი იყო დიზაინები, რომლებიც ზოგიერთ იმ ლეგენდარულ, ბრჭყვიალა, მხრებზე ბალიშებიან, პროვოკაციულ კოსტიუმებს წააგავდა, რომლებიც მერკურის ეცვა.
მუსიკოსის სასცენო სახე ადამიანური შეზღუდვებისგან გათავისუფლების მცდელობას განასახიერებდა. თუმცა დარბაზში მყოფნი ალბათ ნამდვილ მერკურის ხედავდნენ და არა — შოუმენს. ტრაგედიაა, რომ ის დღევანდელი ამერიკული საზოგადოების გახსნილობასა და მიმღებლობას ვერ მოესწრო. ის ხომ ამ დრომდე რჩება მუსიკასა და ზოგადად პოპკულტურაში ცვლილებებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ.
მერკურის გავლენა სხვა ხელოვანებზე
მერკურის თამამი ექსპერიმენტების გავლენა თანამედროვე შოუბიზნესზეც აისახა. თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისეთი შემსრულებლები, როგორიც ლედი გაგა, კეტი პერი თუ მიკა არიან, სწორედ მის მიერ გაკვალულ გზას აგრძელებენ. მერკურის გავლენა მნიშვნელოვნად გასცდა როკსამყაროს და ოპერისა და მუსიკალური თეატრის საზღვრებიც გადალახა. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ მან ესპანელ სოპრანოსთან, მონსერატ კაბალიესთან ერთად ოლიმპიური სიმღერა, ბარსელონა შექმნა.
მისი სიკვდილის მერე, 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, ოლიმპიური ცეცხლის ანთებისას მას ამ სიმღერის დაკვრით პატივი მიაგეს. ცნობილია, რომ კაბალიე და მერკური ამ უკანასკნელის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ძალიან დამეგობრდნენ. მერკურიმ მას საკუთარი ავადმყოფობის შესახებაც გაანდო: "მან მითხრა, რომ ჩემი მოვალეობაა შენთვის ამის განდობაო", — იხსენებდა ოპერის მომღერალი, —"მე კი მივუგე, რომ არ იყო ვალდებული, ეს ეთქვა მაგრამ ძალიან მადლიერი ვიყავი, რომ მითხრა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ მე მისი მეგობარი ვარ და სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი".
მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსთან დაკავშირებული დაავადებით გარდაიცვალა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა განცხადება, "მის ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია" საოცრად რელევანტურია. Queen-ის ბოლო ალბომი, Made in Heaven, რომელიც მისი სიკვდილის წინა პერიოდში ჩაიწერა, 1995 წელს გამოვიდა. მისი მეშვეობით ჯგუფის წევრებმა შიდსთან საბრძოლველი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის მილიონობით ფუნტი შეაგროვეს.
მერკური ნამდვილი ხელოვანი იყო, რომელმაც სამყაროს თავისი ნიჭი უსახსოვრა. მისი სიკვდილი კი ბევრი ადამიანისთვის პირადი ტრაგედიის ტოლფასი გახლდათ.
ოპერის მოჩვენებაზე მუშაობის პირველ დღეებში ენდრიუ ლოიდ ვებერი მოჩვენების როლში მხოლოდ ერთ ადამიანს განიხილავდა და ეს ადამიანი ფრედი მერკური იყო. მუსიკოსი როლის მოსასინჯადაც კი მიიწვიეს, თუმცა მერკურის სერიოზულად არასოდეს მიუღია შეთავაზება და ამტკიცებდა, რომ სიმღერა, რვა ღამე კვირაში, მის ხმას არ შეეფერებოდა. თუმცა, გარდაცვალებამდე მან მონსერატ კაბალიეს უთხრა, რომ ყოველთვის სურდა მასთან ერთად ოპერის მოჩვენების არიის შესრულება. საპასუხოდ, კაბალიემ სტუდიაში ჩაწერა კიდეც ეს არია, რომლის მოსმენის შესაძლებლობაც ალბათ ერთ დღესაც მოგვეცემა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები