გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას — MTKVARZE
კლუბი მტკვარზე აცხადებს, რომ გუშინ დაუსწრებლად დალუქეს, ისე, რომ ადგილზე არავინ იყო. აღნიშნულზე ინფორმაცია კლუბის ფეისქბუქგვერდზე გავრცელდა.
კლუბი აცხადებს, რომ არ აპირებენ ორმაგ სტანდარტებს დაემორჩილონ და იწყებენ საპროტესტო აქციისთვის მზადებას.
"გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ისე რომ ადგილზე არავინ იყო, ამიტომ გვიწევს დღევანდელი ივენთის უკვე მეორედ გადადება. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ორმაგ სტანდარტებს და დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს. პირიქით, დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას.
ის რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას", — აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, 24 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ბასიანი 10 000 ლარით დააჯარიმა. ადგილზე მოქალაქეები და საკლუბო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები. დაგეგმილი ღონისძიება კლუბში მაინც ჩატარდა.
22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ღიბრაძე ამას საქართველოში კორონავირუსის ომიკრონის შტამის დაფიქსირებით ხსნის.
მისივე თქმით, შრომის ინსპექციამ ის ღონისძიებები განახორციელა, რაც კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული და არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინსპექციას რეაგირებები არ მოუხდენია.
17 დეკემბერს, ღამის კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები