რუსეთის საგარეომ ანგარიშში ჩაწერა, რომ სოვლაბი, რადიო თავისუფლება, netgazeti, ბათუმელები, Tabula და მთავარი ისტორიას ამახინჯებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია, რადიო თავისუფლების ქართული სამსახური, ნეტგაზეთი, ბათუმელები, ტაბულა და მთავარი არხი ისტორიას ამახინჯებენ. ამის შესახებ საუბარია 2021 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც, ლავროვის უწყების მტკიცებით, არის "საზღვარგარეთის ქვეყნებში ნაცისტური მოძრაობების ჰეროიზაციის, ნეონაციზმის, რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის მიმართ სამინისტროს მხრიდან ყურადღების გამახვილების ძალისხმევის გაგრძელება".
ანგარიშის მთავარი აქცენტი მეორე მსოფლიო ომია და რუსეთს ჩამოთვლილი აქვს 41 ქვეყანა, რომელიც, მისი აზრით, ამ ისტორიას "ამახინჯებს".
"სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ 2020 წელს, იმის ნაცვლად, რომ ერთობლივად აღნიშნულიყო მნიშვნელოვანი თარიღი — მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების 75 წლის თავი, აღმოვჩნდით ისტორიის ცინიზმის კუთხით უპრეცედენტო გადაწერისა და ფალსიფიკაციის მოწმენი", — ვკითხულობთ დოკუმენტის შესავალში.
რუსეთი აცხადებს, რომ რიგი ქვეყნების მიერ ასეთი მცდელობები პირველი არ არის და გამოყენებული არგუმენტაციაც არ გამოირჩევა სიახლით. ოკუპანტი ქვეყნის აზრით, ეს ყველაფერი მიდის "ისტორიის ფალსიფიკაციისა და დამახინჯების სისტემურ პოლიტიკამდე, ასევე, მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და დაკნინების, ხშირად კი ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლისა და ადგილის შერყვნამდე".
რაც შეეხება საქართველოს, რუსეთი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდში ნაცისტებისა და მათი თანამზრახველების ჰეროიზაცია საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ შეინიშნება. დოკუმენტის თანახმად, "ბოლო წლებში, თუ არ ჩავთვლით 2009 წელს ქუთაისში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსის დანგრევას, ძეგლების შეურაცხყოფა არ დაფიქსირებულა". თუმცა ოკუპანტი ქვეყანა აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მემორიალებისა და ძმური სასაფლაოების შენარჩუნების მიმართ ხელისუფლების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულებაა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხანდახან პრობლემის გადაჭრა ხდება "თანამოქალაქეთა ძალისხმევის ორგანიზებით". კერძოდ, როგორც რუსეთი აღნიშნავს, "რუსული კლუბის" წევრები რეგულარულად ალაგებენ კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოებს, სადაც ჯამში 3 005 საბჭოთა ჯარისკაცია დაკრძალული. დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი, რომ ბევრ სასაფლაოზე საფლავები მოუვლელია და შეუძლებელია იდენტიფიცირება.
ამის შემდეგ გრძელდება მსჯელობა საინფორმაციო რესურსებზე, რომლებიც, რუსეთის მტკიცებით, ისტორიას ამახინჯებენ.
"საინფორმაციო რესურსებს, რომლებიც "საბჭოთა წარსულის" წინააღმდეგ პროპაგანდის სახით დაკავებულნი არიან ისტორიის დამახინჯებით, რაც მოიცავს დიდი სამამულო ომის ისტორიულ მეხსიერებას, მიეკუთვნება სოვლაბი, რადიო თავისუფლების ქართული სამსახური, ნეტგაზეთი, ბათუმელები, ტაბულა (რომელიც ეკუთვნის თამარ ჩერგოლეიშვილს, ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას ცოლს) და მთავარი ანტისამთავრობო რუპორი — მთავარი არხი", — წერია დოკუმენტში.
ამასთან, რუსეთი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედებს "არაერთმნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები", რომლებიც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სიმბოლოებსა და ნიშნებს ათანაბრებს. დოკუმენტში წერია ისიც, რომ "ფიქსირდება დიდი სამამულო ომის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციების ჩატარებისთვის ხელის შეშლის ცალკეული ფაქტები".
ამავდროულად, რუსეთი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან არ ფიქსირდება მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის პირდაპირი ხელის შეშლა.
"ქვეყნის ბევრი მოქალაქე საზეიმოდ აღნიშნავს 9 მაისს და ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი გვირგვინებით ამკობენ ვაკის პარკში მდებარე მემორიალს".
ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში იყო ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადაწერის მცდელობები. მაგალითად მათ მე-12 კლასის სახელმძღვანელო მოჰყავთ და დანანებით აღნიშნავენ, რომ აქ დიდ სამამულო ომს "მხოლოდ ერთი გვერდი ეთმობა".
"საერთო ჯამში, ოფიციალური ხელისუფლება ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მიმართ გულგრილ უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს, თავს არიდებს რა ნაცისტურ გერმანიასთან გამარჯვებაში მათი წინაპრებისა და თანამოქალაქეების გმირულ მონაწილეობას. ასეთი მიდგომის შედეგები უკვე ისახება ქართველი ახალგაზრდების ნაწილის მსოფლმხედველობაზე, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც საზოგადო შეხედულებებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაციის პერსპექტივაზე".
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები