სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაყვანის უფლება არავის ჰქონდა, მით უმეტეს, ადვოკატების და ექიმების გარეშე — გვარამია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანის უფლება არავის აქვს. ასე ეხმაურება ის სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მის გადასაყვანად მოსული ბადრაგებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას გონება დაკარგა.
"მიხეილ სააკაშვილის აქედან გაყვანის უფლება არ ჰქონდა არავის, მით უმეტეს, ადვოკატების და ექიმების გარეშე. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს არაერთი კონსილიუმი. მათ შორის სახელმწიფო კონსილიუმი, რომელსაც აღნიშნული დასკვნა უნდა გაეცა. ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ რომელიღაცა ექიმის ფორმა 100-ის საფუძველზე [აპირებდნენ] ნომერ 1-ლი პატიმრის, ჩემთვის მძევლის სიცოცხლით მანიპულირებას. კლინიკიდან ის არის გაწერილი, პრაქტიკულად, დღეის მდგომარეობით ფორმა 100-ის შევსების საფუძველზე", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან პირდაპირ ეთერში წაიკითხა წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს გამოატანა მასთან.
"დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფირმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე უკვე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე.ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევის და პულსის თვალსაზრისით.
ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის, სამედიცინო პრობლემების დროს ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა", — წერია ექსპრეზიდენტის წერილში.
გვარამია მოითხოვს დაუყოვნებლივ შეუშვან სააკაშვილის სანახავად ის და მისი პირადი ექიმი, რათა შეამოწმონ ექსპრეზიდენტის როგორც ჯანმრთელობა, ისე უფლებრივი მდგომარეობა. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს უკრაინას, უფრო მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია სააკაშივილის მიმართ მოპყრობაზე.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევას შეისწავლის სახალხო დამცველის აპარატიც.
27 დეკემბერს, მთელის საღამოს განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ. ეს ინფორმაცია კიდევ უფრო გაამყარა იმან, რომ ექიმები, ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე მის სანახავად არ შეუშვეს. ამის შემდეგ ჰოსპიტალში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც სააკაშვილს პირადად შეხვდა და დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნამდვილად აპირებდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები