დეგნანი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მისი თქმით, კანონმდებლობის მიღება ნაჩქარევია. ელჩი ინკლუზიურ პროცესსა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ კელი დეგნანმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ანრი ოხანაშვილთან და მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც შედის საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში. ეს შეეხება დისციპლინარულ პროცედურებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეს პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ამასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უნდა იყოს უფრო ფართო და ინკლუზიური, სადაც ჩართული იქნება სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, გადაწყდება უფრო მეტი კონსულტაციის და ფიქრის შედეგად, თუ რა შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში", — თქვა დეგანმა.
დეპუტატებმა გურამ მაჭარაშვილმა, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მოსამართლეებს აეკრძალებათ აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან — პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით". ამასთან, კანონში სხვა ცვლილებებიცაა დაგეგმილი.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები