შეჩერდეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა — NGO-ები
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოითხოვს პარლამენტმა შეაჩეროს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. გარდა ამისა, ორგანიზაციები ითხოვენ, მართლმსაჯულების რეფორმისთვის საჭირო ცვლილებების მოსამზადებლად, საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობით შეიქმნას კონსენსუსზე ორიენტირებული ფორმატი.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 11 მუხლში და ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესსა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ბიურომ გუშინ, 27 დეკემბერს მიიღო. იმავე დღეს ჩაინიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაც, სადაც კანონპროექტი პირველ მოსმენით განიხილეს, დღეს კი კომიტეტმა მასზე დადებითი დასკვნა მოამზადა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტია წამყვანი ხმის უფლების მქონე ამ კანონპროექტის განხილვისას.
"საყურადღებოა ისიც, რომ კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2 საათით ადრე გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი, ხოლო კანონპროექტი საჯაროდ არ იყო განთავსებული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე. მმართველი გუნდის მიერ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხაზგასმის მიუხედავად, კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ნათელი იყო კრიტიკული აზრის მიუღებლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება", — აცხადებენ ორგანიზაციები.
კოალიცია ეხმაურება კანონპროექტის კონკრეტულ მუხლებს. მაგალითად, დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატების შესახებ ინიციატივებს და აცხადებენ, რომ ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.
"მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის დისპოზიცია და ახალი სახდელის სახეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემოთავაზებული რეგულაციები კონკრეტული მოსამართლეების დასჯასა და სისტემაში განსხვავებული აზრის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციების კრიტიკა ეხება კანონპროექტის იმ ნაწილსაც, რომლითაც იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად არჩევის წესი და საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი.
"იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსზე ორიენტირებული წესის ამოქმედებისა და არამოსამართლე წევრების ხმების გათვალისწინების აუცილებლობაზე, დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის 2/3 უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.
უნდა აღინიშნოს, რომ წლებია სასამართლო სისტემის კრიტიკისას მთავარი აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაზე კეთდება. ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი და იმავე პირების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების ცალსახა შემთხვევებიც უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩანაწერებში შედიოდა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად", — აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვილებებს, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, 22 დეკემებრს დააინიცირეს დეპუტატებმა — გურამ მაჭარაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ. მისი მიღება წლის ბოლომდე, ანუ ინიცირებიდან მაქსიმუმ 9 დღეშია დაგეგმილი.
კანონპროექტის შესახებ დადებითი დასკვნა უკვე დაწერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელიც წამყვანი კომიტეტია. დადებითია საბიუჯეტო ოფისის დასკვნაც. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად, სავარაუდოდ, ხვალ, 29 დეკემბერს გავა და დაჩქარებული პროცედურით, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე დამტკიცდება.
"საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე" — ასე განმარტებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში მისი დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობა, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რა საჭიროა აღნიშნული საკითხების "დროული მოწესრიგება".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები