სახალხო დამცველის წარმომადგენელი გორის ჰოსპიტალში არ შეუშვეს
სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი გორის ჰოსპიტალში ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. მისი თმით, ადგილზე იყო ექიმი თენგიზ წულაძე, რომელიც ასევე არ შეუშვეს.
საბა ბრაჭვალის განცხადებით, მას სურდა გასცნობოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეხვედროდა მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს. მისი თქმით, ამაზე მიიღეს პასუხი, რომ გოგორიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
"კომუნიკაცია გვქონდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, თუმცა ბოლოს, როგორც მან შემოგვითვალა, დაცვის თანამშრომლის მეშვეობით. გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის შესახებ, რომ ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შევიდეთ ჰოსპიტალში.
თავდაპირველად გვინდოდა, რომ შევხვედროდით მკურნალ ექიმს და გავცნობოდით დოკუმენტაციას, ამაზეც გვეთქვა მოტივი, იმ მოტივით, რომ მკურნალ ექიმს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ვითხოვეთ ამ შემთხვევაში მორიგე ექიმთან შეხვედრა, თუმცა მორიგე ექიმთანაც არ შეგვახვედრეს", — თქვა მან.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი არშეშვება არის კანონის დარღვევა, რადგან ომბუდსმენს და მის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ პატიმართან დახურულ სივრცეში.
დღეს, 28 დეკემბერს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ნიკა გვარამიამ დღეს წაიკითხა ოქმი, სადაც, მისი თქმით, ექიმი, ნინო გოგორიშვილი საუბრობს, თუ რა მოხდა გუშინ, 27 დეკემბერს, როდესაც სააკაშვილს გადაყვანის შესახებ აცნობეს.
ექიმი ამბობს, რომ ოქმის შედგენისას გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა, გვარამია კი კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.
27 დეკემბერს, მთელი საღამოს განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ. თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები.
მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა ჯანიაშვილი გორის ჰოსპიტალში მივიდა. მისი განცხადებით, სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხეში მის გადაყვანას, რა დროსაც გონება დაკარგა. ჯანიაშვილის თქმით, ამ შემთხვევას სახალხო დამცველი შეისწავლის.
სააკაშვილის გადაყვანაზე ინფორმაცია უწყებამ მხოლოდ დღეს დაადასტურა. როგორც 28 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილი გაწერა, თუმცა გადაყვანა დროებით გადაიდო.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები