21 მნიშვნელოვანი რამ, რაც 2021 წელს პოპკულტურაში მოხდა

წინა წლის მსგავსად 2021-ც საკმაოდ მძიმე, რთული და ტრაგიკული წელი გამოდგა. სხვა ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ისევ პანდემიაში გავატარეთ თითოეული დღე, რამაც, ცხადია, თავისი კვალი ყოველდღიურობაში ყველაფერს დაატყო.
ამის მიუხედავად, გასული 12 თვე ცუდი თუ კარგი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი სიახლეებით გამოირჩეოდა. ერთდროულად იმდენი რამ მოხდა, შეიძლება ზოგიერთი ამბავი უფრო შორეული წარსულის ნაწილი გეგონოთ.
ამ სტატიაში პოპკულტურის იმ მნიშვნელოვან სიახლეებს მოვუყარეთ თავი, რომლებზეც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ყველაზე ბევრს ლაპარაკობდნენ.
1. როგორც იქნა, ვანდა მაქსიმოფი დავაფასეთ

ფოტო: Marvel
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მარველმა გამოუშვა სერიალი WandaVision, რომელიც ბევრისთვის იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე სუპერგმირებზე აქამდე გადაღებული პოპულარული ფილმების უმრავლესობა.
2. ქლოა ჭაო მეორე ქალი გახდა, ვინც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა

ფოტო: Etienne Laurent / Shutterstock
ასევე მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო კინოსურათად დასახელდა.
3. Friends-ის სპეციალურ ეპიზოდზე ბევრი ვიტირეთ

ფოტო: HBO Max
17 წლის შემდეგ მეგობრები ისევ შეიკრიბნენ, რომ ნოსტალგიის ზედმეტი დოზით ჩვენთვის გულები დაეხეთქათ.
4. ემა სტოუნმა კრუელა განასახიერა

ფოტო: Disney
და თან როგორ! კრუელა ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი იყო.
5. TikTok-ით ვისწავლეთ, როგორ მოვამზადოთ პასტა ფეტათი და პომიდვრით

ფოტო: Aaron Hutcherson/The Washington Post
იყენებთ თუ არა ტიკტოკის აპლიკაციას, ეს რეცეპტი აუცილებლად შეგხვდებოდათ სადმე მაინც და რას გვეტყვით, სცადეთ თქვენც ეს რეცეპტი? თუ თქვენც ჩვენსავით მხოლოდ სხვების შეფასებების მოსმენით დაკმაყოფილდით, რომ გამომცხვარი პასტა პირში გემოებით ეთამაშებოდათ?!
6. ყველამ აიკვიატა სერიალი ბრიჯერტონი

სერიალის მოყვარულების ჯგუფის ერთი სერიაც და წევრებს თუ ჰკითხავთ, რა იყო ამის მიზეზი, მათი უმეტესობა გიპასუხებთ, რომ მსახიობი რეგე-ჟან პეიჯი!
7. ABBA დაბრუნდა

ფოტო: Baillie Walsh
40-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა ჯგუფმა ახალი ალბომი გამოუშვა.
8. სპორტსმენმა ტომ დეილიმ ოლიმპიადაზე ღუნღულა ჟაკეტი მოქსოვა

ფოტო: Press Association
ბრიტანელმა წყალში მხტუნავმა ოქროს მედალიც მოიპოვა და მილიონობით ადამიანის სიყვარულიც, როცა ტოკიოს ოლიმპიადაზე ყაისნაღით ხელში გამოჩნდა.
9. დემნა გვასალიამ ბალენსიაგაში მაღალი მოდა 53 წლის შემდეგ ახალი ჩვენებით დააბრუნა

ფოტო: Guia Besana / The New York Times / Redux
ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით 53 წლის შემდეგ ბალენსიაგაში მაღალი მოდის, ე.წ. ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება პირველად გაიმართა.
ამ თემაზე:
- დემნა გვასალიამ The New York Times-ს ინტერვიუ მეტავერსში მისცა
- ამიერიდან დემნა გვასალია პროფესიულ საქმიანობაში გვარს აღარ გამოიყენებს
- დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო მიიღო
- ნახეთ: ბალენსიაგას ახალი კამპანიის ვიდეო ესთეტიკის სამყაროში გამოგზაურებთ
- დემნა გვასალია "სიმპსონებში" გამოჩნდა და ახალი კოლექცია ანიმაციასთან ერთად წარადგინა
10. ბრიტნი გათავისუფლდა

ფოტო: Mario Anzuoni / Reuters
ფანების დიდხნიანმა და დაუღალავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო: სასამართლომ ბრიტნი სპირსი მამის ძალადობრივი მეურვეობისგან გაათავისუფლა.
11. ლედი გაგამ თავისი ტრანსფორმაციით კიდევ ერთხელ გაგვაოცა

ფოტო: EPK.TV
თითქოს, ლედი გაგასგან უკვე ყველა საოცრება ვიხილეთ და აღარაფერს უნდა გავეკვირვებინეთ, მაგრამ მან რიდლი სკოტის ახალ ფილმში House of Gucci კვლავ მოდის ზეიმი, მოულოდნელი ტრანსფორმაცია და საინტერესო სამსახიობო შესრულება შემოგვთავაზა.
ამ თემაზე:
- როგორ გამოიყურებიან House of Gucci-ს მსახიობები VS რეალური პიროვნებები
- ლედი გაგა "გუჩის სახლის" გადასაღებ მოედანზე ფსიქიატრის დაკვირვების ქვეშ იყო
- House of Gucci-ის პრემიერაზე ლედი გაგას მშვენიერებამ ფილმიც კი გადაფარა
- "საკუთარ თავს მაინცდამაინც ეთიკურ ადამიანად არ ვთვლი, მაგრამ სამართლიანი ვარ" — ნახეთ House Of Gucci-ის პირველი ტრეილერი
12. მთელი წლის მუსიკალურ გაფორმებაზე ოლივია როდრიგო ზრუნავდა

ფოტო: Geffen Records
ოლივია როდრიგო წლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, მისი ალბომიდან Sour სიმღერებს კი ტიკტოკიდან დაწყებული, მეგობრის ფლეილისტით დამთავრებული, ყველგან გადააწყდებოდით.
13. პიტერ პარკერსა და ემჯეის რეალურ ცხოვრებაშიც შეუყვარდათ ერთმანეთი

ფოტო: Getty Images
ვიღაცები კიმ კარდაშიანსა და პიტ დევიდსონზე საუბრობდნენ ყველაზე ბევრს, ჩვენ კი ტომ ჰოლანდისა და ზენდეიას წყვილი უფრო შევიყვარეთ.
ამ თემაზე:
- გადასაღებ მოედანს 30-ჯერ ვეწვიე — ტომ ჰოლანდს Euphoria-ში სურს მონაწილეობა
- ძალიან მინდა, მამა გავხდე — ტომ ჰოლანდი ოჯახის შექმნაზე ფიქრობს
- ტომ ჰოლანდმა ინტერვიუ შეაჩერა, რათა წითელ ხალიჩაზე ზენდეიას ცქერით დამტკბარიყო
- ტომ ჰოლანდმა და ზენდეიამ გააკრიტიკეს სტერეოტიპი, რომ ქალი კაცზე მაღალი არ უნდა იყოს
14. ზენდეია მოდის სიმბოლოდ იქცა

ფოტო: Getty Images
ჩვენ კი მის ნომერ პირველ ფანკლუბად შეგვრაცხეთ, რასაც არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ!
15. ადელმა ახალი ალბომი გამოუშვა

ფოტო: SIMON EMMETT
როგორც იქნა, წლების შემდეგ ადელმა ახალი სიმღერები და მთელი სრული ალბომი გამოუშვა, რითაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა, თუ რატომ გვიყვარს ასე ძალიან ყველას.
ამ თემაზე:
- ადელი კონცერტზე მოულოდნელად სკოლის მასწავლებელს შეხვდა და ატირდა
- ნახეთ: ადელი ფანს შეყვარებულისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა
- ჩემს სხეულს ნივთად აღიქვამენ — ადელი საკუთარ წონაზე ხალხის რეაქციებს პასუხობს
- ადელის ახალმა სიმღერამ Spotify-ის რეკორდი ერთ დღეში მოხსნა
- 6 წლის შემდეგ ადელი ახალ სიმღერას უშვებს — ნახეთ პირველი კადრები
- ხელსახოცები მოიმარაგეთ, ადელი ახალი სიმღერით დაბრუნდა — ნახეთ ვიდეოკლიპი
16. Sex and the City-ის გაგრძელება გამოვიდა

ფოტო: HBO
მართალია, სამანტას გარეშე, მაგრამ ლეგენდარული მეგობრები მაინც დაბრუნდნენ ეკრანებზე.
ამ თემაზე:
- Sex and the City-ს მსახიობებმა მხარი დაუჭირეს ქალებს, რომლებიც კრის ნოთს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
- კრის ნოთს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
- კიმ კეტრელი სამანტას გარეშე გაგრძელებულ Sex and the City-ის გამოეხმაურა
- რატომ დაიწყო And Just Like That მოულოდნელი ტრაგედიით — რეჟისორის განმარტება
- Sex and the City-ის ახალი სეზონის პირველ სერიაში გავიგეთ, სად გაქრა სამანტა
- Sex and The City-ის ახალი სეზონის ტრეილერი ნოსტალგიით აგავსებთ
- იუნა შაფათავას თქმით, Sex and the City-ის ახალ სეზონში გადაიღეს
17. ბილი აილიში ახალი სტილით მოგვევლინა

ფოტო: Getty Images
ამ ფენომენალურმა ახალგაზრდა მომღერალმა წლის, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი Happier Than Ever გვაჩუქა და თან თავისი ახალი სტილით კიდევ ერთხელ გაგვაოცა.
18. Squid Game-მა მსოფლიო დაიპყრო

ფოტო: Netflix
სამხრეთკორეული სერიალი წლის სენსაციად იქცა, რომელზეც საუბრობდნენ მაყურებლებიც, კრიტიკოსებიც, პოლიტიკოსებიც და ექიმებიც კი.
ამ თემაზე:
- ჩრდილოეთ კორეაში კაცს Squid Game-ის გავრცელების გამო სიკვდილით სჯიან
- Squid Game-ის რეჟისორმა მეორე სეზონის გამოსვლა დაადასტურა
- ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებს Squid Game არ აყურებინონ
- სამხრეთ კორეაში უსამართლო სამუშაო პირობები Squid Game-ის კოსტიუმებით გააპროტესტეს
- 10 თამაში ჩვენი ბავშვობიდან, რომელსაც ქართულ Squid Game-ში ვითამაშებდით
- Squid Game 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალია
- 10 საინტერესო ფაქტი Squid Game-ის შესახებ, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდი
- 5 თეორია Squid Game-ის შესახებ, რომელიც სერიალს სხვა თვალით დაგანახებს
- ტესტი: Squid Game-ის რომელი პერსონაჟი ხარ?
19. ტრევის სკოტის კონცერტი ტრაგედიით დასრულდა

ფოტო: Getty Images
ამერიკელი რეპერის კონცერტზე ჯამში სულ 9 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა, რამაც მთელი მსოფლიო გააოგნა და მრავალ კონსპირაციულ თეორიასაც დაუდო სათავე.
ამ თემაზე:
- ტრევის სკოტი 2022 წლის კოაჩელას ფესტივალიდან მოხსნეს
- მედია მაიძულებს, რომ კონცერტის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ავიღო — ტრევის სკოტი
- ტრევის სკოტის კონცერტზე დაღუპულების ოჯახების ნახევარმა მომღერლის შეთავაზებულ ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა
- კონცერტზე დაზარალებულები ტრევის სკოტს უჩივიან და $750 მილიონს ითხოვენ
- კონცერტზე 8 ადამიანის დაღუპვის გამო ტრევის სკოტსა და დრეიკს უჩივლეს
- ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტას 8 ადამიანი ემსხვერპლა
20. კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე დემნა გვასალიას სამოსით შავი ხვრელი იყო, რომელმაც ყველას ყურადღება შეისრუტა

ფოტო: Getty Images
თანაც წითელ ხალიჩაზე დემნა გვასალიასთან ერთად გამოჩნდა.
ამ თემაზე:
- კიმ კარდაშიანმა იურისტის გამოცდა მეოთხე მცდელობაზე ჩააბარა
- 10 მდიდრული და უცნაური გზა, რომლითაც კიმ კარდაშიანი ახალ წელს აღნიშნავს
- ვერ ვხედავდი, ვინ იყო — კიმ კარდაშიანი Met Gala-ს ვირუსულ ფოტოზე
- 6 ვარსკვლავი, რომელსაც მეთ გალა 2021-ზე დემნა გვასალიას კოსტიუმი ეცვა
- კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე დემნა გვასალიასთან ერთად მივიდა
- კიმ კარდაშიანი დემენტორს შეადარეს — ვარსკვლავების საუკეთესო მიმები Met Gala-დან
- კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე დასასწრებად ბალენსიაგას კოსტიუმში გამოწყობილი ჩავიდა
21. სპაიდერმენის ახალმა ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ფოტო: Marvel
ეს იყო ყველაფერი, რასაც ველოდით და უფრო მეტიც. ამიტომაც მიაღწია წარმატებას ერთდროულად როგორც კინოგაქირავებაში, ისე მაყურებლებისა და კრიტიკოსების შეფასებებშიც.
ამ თემაზე:
- 10 გამორჩეული მომენტი, რომელმაც Spider-Man: No Way Home წლის კინომოვლენად აქცია
- Spider-Man: No Way Home-ის შემოსავალმა გამოსვლიდან 12 დღეში $1 მილიარდს გადააჭარბა
- Spider-Man: No Way Home-მა პრემიერაზე $600 მლნ გამოიმუშავა
- მარველი ტომ ჰოლანდის მონაწილეობით ადამიანი ობობას კიდევ სამ ფილმს გადაიღებს
- თუ 30 წელს გადაცილებულიც ადამიან ობობას ვითამაშებ, რაღაც შემშლია — ტომ ჰოლანდი
- ტომ ჰოლანდი შარშია — ნახეთ ადამიანი ობობას ახალი ფილმის ტრეილერი
კიდევ რას დაამატებდით ამ სიას?
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები