ყველაზე მავნებლური კანონპროექტია, ენმ ამაში ხელს გიწყობთ, ეს სკამები ცარიელი არ უნდა იყოს — ბუჩუკური ინსპექტორზე
გახარიას პარტიის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ინსპექტორის სამსახურზე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ერთ-ერთი ყველაზე მავნებლურია, რაც მმართველ პარტიას აქამდე მიუღია. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის მიღებაში მათ ნაციონალური მოძრაობა უწყობს ხელს, რადგან პარიის წარმომადგენლების პარლამენტის სხდომას არ ესწრებიან.
"ეს კანონპროექტი, რასაც პარლამენტი განიხილავს, არის ყველაზე მავნებლური და ყველაზე საშიში გადაწყვეტილება, რაც ქართულ ოცნებას ბოლო 9 წლის განმავლობაში მიუღია. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამაში ხელს გიწყობთ, იმიტომ, რომ ეს სკამები დღეს ცარიელი არ უნდა იყოს", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, გუშინ, 28 დეკემბერს კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც კომიტეტებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა პასუხი არცერთ მათგანს არ გასცემია. ბუჩუკური ამბობს, რომ კომიტეტზე კანონის ინიციატორები მხოლოდ ევროპული ქვეყნების პრაქტიკაზე აპელირებდნენ. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყანაში ხდება, რომ მსგავს მნიშვნელოვან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ასევე, მან კოლეგებს ჰკითხა, რომელ ქვეყანაშია, რომ პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო მოხელის "სახლში გასაშვებად" კანონს საახალწლო პერიოდში იღებდნენ.
"რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება ის, რომ პარლამენტის მიერ არჩეული, იმუნიტეტის მქონე ადამიანის სახლში გასაშვებად იღებთ კანონს საახალწლოდ. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტი იწერებოდეს კონსპირაციულად და მალულად. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტს უმალავენ იმ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც ეხება ეს კანონპროექტი. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ამ სახელმწიფო უწყების მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა არც დაგიწყიათ და არც მოგისმენიათ თვითონ ამ უწყებისთვის, რომ შეგვეფასებინა ყველას ერთად ამ უწყების მუშაობის ეფექტიანობა", — განაცხადა მან.
დღეს, 29 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
გუშინ, 28 დეკემბერს სამმა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. სხდომები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოლორაიამ, რამდენიმე დეპუტატმა და NGO-ს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მანამდე, თოლორაიამ კანონპროექტი ნონსენსად შეაფასა და მის ავტორებს კრიტიკული კითხვებით მიმართა. მათ შორის, ინსპექტორმა მმართველი პარტიის დეპუტატებს იმ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოსთხოვა, თუ როდის და სად დაინახეს მათ პრობლემა ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის თანაარსებობაში. მანვე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ შეიტყო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა.
მსგავსი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებებიც. ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტში მიღებული ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ისტორიაში "სანიმუშოდ" ჩაიწერება. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ უწყება საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებდა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად" ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
გაიგე მეტი:
- კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის — ლონდა თოლორაია ცვლილებებზე
- არასერიოზული იყო — თოლორაია დასაქმებაზე ღარიბაშვილის შეთავაზებაზე
- ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით — საფრანგეთის ელჩი
- სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს
- თოლორაია ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები