გაგა ჩიხლაძემ ჯგუფი ფრანის ვინილის შექმნისთვის შარქ თენქ საქართველოში 30 000 ლარის ინვესტიცია მიიღო
21-ე საუკუნემ, სოციალურმა ქსელმა, ინფლუენსერ მარკეტინგმა და გლობალიზაციამ ხელოვან ადამიანებს შემოსავლის ზრდის უამრავი შესაძლებლობა მისცა. მხოლოდ Jay-Z და Rihanna-მ ამ გზით დაგროვებულმა ჯამურმა ქონებამ Forbes-ის მიხედვით, $3 მილიარდს გადააჭარბა. თუმცა, აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მათი შემოსავლების დიდი ნაწილი ძირითად საქმიანობას არ ეხება. მაგალითად Rihanna-ს კოსმეტიკური ხაზი აქვს, Jay-Z პრემიუმ კლასის შამპანურს ამზადებს და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ხელოვანი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება განსხვავებულია. ხშირად, ძალიან ალბომისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და სრულად მუსიკაზე კონცენტრირება. მიუხედავად ამისა, Shark Tank-ის წყალობით გაგა ჩიხლაძემ საკუთარი ოცნების ასრულება შეძლო და წინ დიდი გეგმებიც აქვს. საზოგადოება მას ჯგუფი ფრანის სოლისტად იცნობს, როგორც თავად გვიყვება, დიდი ხნის განმავლობაში სურდა ალბომის გამოშვება, თუმცა ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალა. დაახლოებით 1 წლის წინ, პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა სოფელ დიღომში, ერთ-ერთ სახლში გადასულიყო და ადგილი არ დაეტოვებინა, სანამ ალბომს არ ჩაწერდა. პროცესი დაახლოებით 1 თვე გაგრძელდა. ალბომის დიდი ნაწილი დასრულებული იყო, თუმცა გაგას სურდა მისი სიმღერები ვინილზე გამოეშვა.
"ძალიან დიდ პატივს ვცემ რეტროს, ვინილზე შექმნილ სიმღერას, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა. თუმცა, ჩვეულებრივი CD-სგან განსხვავებით, ვინილზე მუშაობა დიდ რესურსებს მოითხოვს, რადგან საქართველოში მისი ჩაწერა არ ხერხდება. გამოდის, რომ 4-5-ჯერ უფრო დიდი თანხა გვჭირდებოდა ამისთვის. Shark Tank-ზე მეგობრებისგან გავიგე და მეც გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის ჩემი გეგმები გამემხილა. თუ არაფერი გამომივიდოდა, ჩემს ალბომს მაინც გავაცნობდი ხალხს", — გვიყვება გაგა.
სინამდვილეში, ყველაფერი იმაზე კარგად დასრულდა, ვიდრე ამას თავად მომღერალი ელოდა. როგორც გაგა ამბობს, მისვლისთანავე იგრძნო, რომ Shark-ებისგან პოზიტიური დამოკიდებულება დაიმსახურა და მის გეგმას აუცილებლად დაუჭერდნენ მხარს.
"სიმართლე გითხრათ, არ მოვმზადებულვარ. ვა-ბანკზე წავედი და ვეცადე გულწრფელად, ჩემი გეგმების შესახებ მომეყოლა. უბრალოდ მსურდა ჩემი ოცნება ამესრულებინა და ალბომის ხარჯები დამეფარა. 30,000 ლარის სანაცვლოდ ალბომის 70%-იანი წილი შევთავაზე ინვესტორებს. დაჩი ჭოლაძემ, ერთ-ერთმა shark-მა მაშინვე გამომიცხადა ნდობა და გარიგება შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა, თუმცა მისმა ჟესტმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. საბოლოო ჯამში ინვესტორმა 70% მე დამიტოვა, 30% კი ჩემს მიერ შეთავაზებულ თანხად შეიძინა. არანაკლებ სასიამოვნო იყო მეორე Shark-ის, მენი ბენეშის ჟესტი, რომელმაც მითხრა, რომ პირველ 100 ალბომს, ჩემი ხელმოწერით თავად შეიძენდა", — ამბობს გაგა.
როგორც მომღერალი გვიყვება, გარიგება მხოლოდ ფინანსურ ნაწილს არ მოიცავს და დაჩისთან ერთად პროდუქტის განვითარებაზე და სავარაუდოდ, მეორე ალბომზეც იმუშავებს. როგორი იქნება ბიზნესისა და ხელოვნების კოლაბორაცია, ამას საზოგადოება უახლოეს პერიოდში იხილავს.
გლობალურ ტრენდებს და imarc-ის კვლევას თუ დავუჯერებთ, პანდემიამ სექტორზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და ძველი პოპულარობაც დაუბრუნა. ამჟამად, ვინილის გლობალური ბაზარი $1.3 მილიარდს აჭარბებს, 2021-2026 წლებში კი მისი ზრდის პროგნოზი 6.8%-ია. აღსანიშნავია, რომ ვინილი უკვე საქართველოშიც იბრუნებს პოპულარობას, რისი დასტურიც ბოლო პერიოდში გახსნილი არაერთი ონლაინ თუ ფიზიკური მაღაზიაა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე შარქ თენქ საქართველოს გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ — Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები