შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა — დენისოვა სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ექსპრეზიდენტ მიხილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ გადაყვანაზე შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ შთამბეჭდავი ცინიზმია, თუ როგორ გაკეთდა ეს. ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების არ გაწევა ადამიანის უფლებათა და ძირითად უფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის გარანტირებულ ნორმებს ეწინააღმდეგება.
"შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ, ღამით ადვოკატების გაფრთხილების გარეშე გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე ის საწოლიდან ვერ ადგა. საჭირო სამედიცინო მომსახურების სრული მოცულობით მას არასოდეს მიუციათ და არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ", — აცხადებს დენისოვა.
უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებებს შეფასებულია, როგორც წამება და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, რაც წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების მე-6, მე-7, მე-9, მე-14, მე-18 მუხლების დარღვევას, რომელიც საქართველოს მიერ 2002 წელს რატიფიცირდა.
დენისოვა მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემოწმების მიზნით მესამე პრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს. ამასთან, ის სთხოვს უკრაინის ელჩს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის საკონსულო დახმარების გაწევა უზრუნველყოს.
"მოვუწოდებ უცხო ქვეყნის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირთა ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას", — აცხადებს ომბუდსმენი.
გუშინ, 29 დეკემბერს სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაციის გავრცელებიდან 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.
დღეს, 30 დეკემბერს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. გვარამია თქვა, რომ სააკაშვილს წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ ჰქონდა, რადგან საძილე მედიკამენტებით გაბრუებული იყო და მაღალი წნევა ჰქონდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები