სივრცითი პროექტის კანონად ქცევამ, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის გარემოს — NGO-ები
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სივრცითი კოდექსის პროექტის კანონად ქცევამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, დასახლებებისა და მუნიციპალიტეტების განვითარების შესაძლებლობებს და მძიმედ აზარალოს საზოგადოების საჯარო ინტერესები. ხელმომწერი ორგანიზაციები, ასევე, აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები არსებული რეგულაციებისგან ათავისუფლებს და მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებს მთავრობის მიერ შერჩეულ ინვესტორებს.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორი — საქართველოს მთავრობა — განმარტებით ბარათში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ითხოვს.
NGO-ების თანახმად, პროცესის დაჩქარებამ, გამორიცხა წარმოდგენილი ცვლილებების ყველა შედეგის სიღრმისეული გაანალიზება, რასაც წარმოდგენილი ცვლილებებისა და დარგის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ქალაქგეგმარების საკითხები მოითხოვს. ამასთან, მათივე თქმით, ცვლილებების შემუშავების პროცესში არ ყოფილან ჩართული დარგის სპეციალისტები, აქტივისტები, გარემოსდამცველები, მათთან არ ყოფილა განხილული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა და მთავრობის მიზნები, ამ ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში.
"მცირე ტექნიკური და ტერმინოლოგიური გაუმჯობესებების მიღმა, წარმოდგენილი ცვლილებები დაუსაბუთებელ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის, საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს კერძო პირებს, მათ ინტერესებს უქვემდებარებს დასახლებათა, მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარებას, აძლევს მათ უშენი ტერიტორიების, ე.წ. გრინფილდის განაშენიანების შესაძლებლობას და ქმნის სივრცეს, საინვესტიციო პროექტების განხორციელება, საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მოხდეს", — აცხადებენ NGO-ები.
მათივე ცნობით, შემოთავაზებული საკანონმდებელო ინიციატივით, შემოდის მსხვილი საინვესტიციო პროექტის განსაზღვრება.
"აღნიშნული პროექტი, მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი ღირებულების პროექტია, რომლის განმახორციელებელს მთელი რიგი პრივილეგიები ენიჭება. წარმოდგენილი ცვლილებით მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნების კრიტერიუმები იმდენად ფართო, ზოგადი და ბუნდოვანია, რომ ქმნის შესაძლებლობას, ასეთ პროექტად დაკვალიფიცირდეს ნებისმიერი ფორმის, შინაარსისა და ტიპის, არასაცხოვრებელი ფუნქციის, ბიზნეს პროექტი. წარმოდგენილი კრიტერიუმები არ იძლევა საშუალებას, წინასწარ განისაზღვროს, რომელ პროექტს მიიჩნევს მთავრობა, მსხვილ საინვესტიციო პროექტად, არ ქმნის ამ გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის, გადაწყვეტილების გამჭვირვალობის, კორუფციის გამორიცხვისა და არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორის თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებით, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის მისაღები ნებისმიერი ინვესტორი გათავისუფლდეს რეგულაციებისგან, საჯარო ინტერესების დაცვის ბოჭვისგან, მათ შორის, საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო პროექტის განხორციელების პროცესში.
"გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები ამცირებს საკითხის განხილვისთვის აუცილებელ ვადებს და გარკვეული კატეგორიის ნაგებობებს უხსნის შენობის მედეგობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს", — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
- ღია საზოგადოების ფონდი;
- მწვანე ალტერნატივა;
- ურბანული კვლევების ცენტრი;
- დიღმის ჭალების სამეზობლო თემი;
- არტიზანული მებაღეობა, თბილისი;
- საინიციატივო ჯგუფი მუზეუმისთვის;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ეკო ცენტრი;
- მწვანეები.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები