ალექსეი პუშკოვი: საქართველოს ნაბიჯი სანქციებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულია
Ria novosti-ის ინფორმაციით, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი არ მიიჩნევს საჭიროდ, საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანას პასუხი იმ გადაწყვეტილებაზე გასცეს, რომლითაც ეს სახელმწიფოები ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ:
"რუსეთი ამ ქმედებას მეგობრულ ნაბიჯად არ განიხილავს. ამასთან, ამ ეტაპზე საპასუხო ზომების მიღებას არ აპირებს".
მან ასევე განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილებები მხოლოდ სინანულს იწვევს, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ყირიმზე გავლენას ვერ მოახდენს:
"ეს, პირველ რიგში, პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია. ის საქართველოს ხელისუფლების იმ მისწრაფებით არის ნაკარნახევი, რომლითაც მას დასავლეთთან ერთიანობის დემონსტრირება სურს".
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, საქართველოსთან ეტაპობრივად დაალაგოს ურთიერთობა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ასევე არიან ამაში დაინტერესებულები და აღნიშნული კარგი იქნება ქართული ეკონომიკისთვისაც.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის უკეთესი საფუძველი შეიქმნება, მათ შორის ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კონტაქტებისთვისაც, რომლებიც, პრაქტიკულად, გაყინულია:
"ქართველ პარლამენტარებთან ბოლოდროინდელი ურთიერთობისას, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული პოტენციალი ჩვენი ურთიერთობების გასაახლებლად არსებობს და რუსეთი ამისთვის მზადაა".
20 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2017 წლის 23 ივნისამდე გაგრძელდეს, კიდევ 6 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შეუერთდა.
აღნიშნულის გამო რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე კომიტეტის წევრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებით საქართველომ რუსეთში ღვინისა და ბორჯომის ექსპორტის საკითხი საფრთხის ქვეშ დააყენა.
აბაშიძე: რუსეთში ჩვენი ღვინისა და ბორჯომის აკრძალვა დუმის ერთი კომიტეტის აზრია
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები