NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი POLITICO–ს ახალ სტატიაში წერს, რომ დროა, წევრობასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული 2008 წლის პირობის შესასრულებლად გეგმა ჩამოაყალიბონ. მისივე თქმით, ასევე უნდა დაასრულონ უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე პუტინის დე ფაქტო ვეტო.

"2008 წელს ჩვენ საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით და დროა, რომ ჩვენი დაპირების განსახორციელებლად გეგმა ჩამოვაყალიბოთ. თუ საჭიროა, ამის გაკეთება შეგვიძლია იმ პირობით, რომ NATO-ს მე-5 მუხლი მოიცავს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს, თუმცა NATO-ს არ შეუძლია ჰქონდეს გაფართოებასთან დაკავშირებით ისეთი ღია კარის პოლიტიკა, რომელშიც პუტინს უფლებას აძლევს, როგორც კარისკაცმა ისე იმოქმედოს", — წერს ის.

რასმუსენმა, ასევე, ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრაზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ამას გააკეთებს, ისეთი ეკონომიკური სანქციები უნდა დააკისრონ, რომელიც რუსეთის ეკონომიკას დაასუსტებს, მათ შორის, Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის გაუქმება.