Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს მიაღწია
Apple-ის (AAPL) საბაზრო კაპიტალიზაციამ, ანუ კომპანიის ზომამ 3 ტრილიონ დოლარს ოფიციალურად მიაღწია. ორშაბათს ტექნოლოგიურმა გიგანტმა აქციების ღირებულების $182,86-იანი ნიშნული გადალახა და პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $3 ტრილიონი გახდა.
ბუნებრივია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მისი აქციების ფასის ზრდას უკავშირდება, აღსანიშნავია, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულება 2 წელზე ნაკლებ დროში $2 ტრილიონიდან $3 ტრილიონამდე გაიზარდა. იმავე გზას ადგას Microsoft (MSFT)-იც, რომლის ზომამაც ივნისში $2 ტრილიონს გადააჭარბა — ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2,5 ტრილიონი დოლარია.
Apple-ის ზრდაში განუზომელი წვლილი აქვს მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტს, iPhone-ს. ამასთან, წარმატებული აღმოჩნდა iPhone-ის აქსესუარების ხაზიც: Apple Watch და AirPods. უნდა აღინიშნოს, Apple-ის სერვისებიც — AppleCare, the App Store, Apple Music+, და Apple TV+.
ბლუმბერგის თანახმად, კომპანიამ ოქტომბერში iPhone-ის წარმოების გეგმა 10 მილიონი ერთეულით შეამცირა, რაც მიწოდების ჯაჭვის პრობლემებით იყო გამოწვეული. ეს საკითხი შეეხო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც, მანქანების წარმოებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებით დასრულებული.
Apple-მა 2021 წელი ინოვაციებსაც დაუთმო. მათ შორის აღსანიშნავია M1 Pro და M1 Max-ის მძლავრი ჩიპები, რომლებიც MacBook-ის ლეპტოპებისთვის გამოიყენება. არსებობს ცნობებიც იმის შესახებ, რომ კომპანია საკუთარი პროდუქციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას აპირებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ისეთი ახალი პროდუქციის ჩაშვებაც, როგორიცაა, მაგალითად, ვირტუალური რეალობის ყურსასმენები.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ Apple $3 ტრილიონამდე წინააღმდეგობების გარეშე არ გაზრდილა. კომპანიას არაერთხელ მოუწოდეს დაეცვა მომხმარებელთა ინფორმაცია ჩინეთში, ამ ქვეყნის მთავრობის ცენზურის პოლიტიკიდან გამომდინარე.
მსგავსად სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისა, ანტიმონოპოლიის საკითხი Apple-ის დღის წესრიგშიც დგას. 2020 წლის აგვისტოში Fortnite-ის მწარმოებელმა Epic-მა Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა — ის ამტკიცებდა, რომ Apple არღვევდა ანტიმონოპოლიურ კანონს, რადგან ის საკომისიოს მიღების მიზნით დეველოპერებს ავალდებულებდა, გამოეყენებინათ მისი გადახდის სისტემა. Apple ამ საქმიდან დიდწილად მშრალად გამოვიდა, თუმცა მოსამართლემ მოუწოდა კომპანიას, მისცეს დეველოპერებს შესაძლებლობა, საკუთარ აპებში გარე გადახდის სისტემებიც დაამატონ — Apple გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიისთვის წარმატებისკენ სავალი გზა მარტივი არ არის, შედეგი აჩვენებს, რომ Apple-ის გუნდი ყველა სირთულეს უმკლავდება. ფაქტია, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს — საბაზრო კაპიტალიზაციის $3 ტრილიონიან მაჩვენებელს მიაღწია.
თუ ამ სტატიას კითხულობ და ფიქრობ, რომ Apple-ის აქციებით ვაჭრობა შენთვის ზედმეტად შორეული პერსპექტივაა, ერთ საჭირო ინფორმაციას გაგიმხელთ: Apple-ის, ისევე როგორც სხვა კომპანიების აქციებით ვაჭრობა უკვე მობილბანკიდან შეგიძლია. ამის შესაძლებლობას საქართველოს ბანკი და Galt & Taggart იძლევიან.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები