გაუპატიურების ბრალდების გამო კრის ნოთს And Just Like That-ის ბოლო სერიიდან ამოჭრიან
გაფრთხილება: სტატია Sex and the City-ის ახალი სეზონის შესახებ სპოილერს შეიცავს.
ცოტა ხნის წინ Sex and the City-ის მსახიობი კრის ნოთი, რომელიც სერიალში მისტერ ბიგის როლს ასრულებს, ოთხმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. წაყენებული ბრალდებების გამო სერიალის ახალი სეზონის, And Just Like That-ის შემქმნელებმა სეზონის ფინალურ ეპიზოდში კრის ნოთის სცენის ამოჭრა გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ ნოთის პერსონაჟი ახალი სეზონის დასაწყისშივე გულის შეტევით გარდაიცვალა. ფინალურ ეპიზოდში, რომლის პრემიერაც 3 თებერვალსაა დაგეგმილი, მისტერ ბიგი პარიზში, კერისთან ერთად უნდა გამოჩენილიყო. სცენაში კერი მისტერ ბიგს ემშვიდობება.
კრის ნოთის წინააღმდეგ ბრალდებები დეკემბერში გავრცელდა. თავდაპირველად ორი ქალი ცალ-ცალკე დაუკავშირდა გამოცემა Hollywood Reporter-ს, როცა ახალი შოუს And Just Like That-ის კადრები იხილეს. მათ კრის ნოთი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. მალე მსახიობს გაუპატიურებაში მესამე ქალმაც დასდო ბრალი, რის შემდეგაც მას სამსახიობო სააგენტო დაატოვებინეს. კრის ნოთი აღარც სერიალ The Equalizer-ში მიიღებს მონაწილეობას. სერიალის დატოვების შემდეგ კრის ნოთი სექსუალურ ძალადობაში მეოთხე ქალმაც დაადანაშაულა.
ბრალდებების შემდეგ სერიალის მთავარმა ტრიომ — სარა ჯესიკა პარკერმა (კერი), კრისტინ დეივისმა (შარლოტა) და სინტია ნიქსონმა (მირანდა) ტვიტერზე საერთო განცხადება გააკეთეს და ქალებს, რომლებიც კრის ნოთს ძალადობაში ადანაშაულებენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს:
"კრის ნოთის საწინააღმდეგო ბრალდებებმა ძალიან დაგვასევდიანა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალებს, რომლებმაც ხმა აიმაღლეს და საკუთარი მტკივნეული გამოცდილება გაგვიზიარეს. ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია და ამის გამო ჩვენ მათ პატივს ვცემთ", — ვკითხულობთ მსახიობების საერთო განცხადებაში.
კრის ნოთმა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ბრალდებები "კატეგორიულად მცდარია" და ქალებზე თავდასხმა უარყო. "არ აქვს მნიშვნელობა, ეს 30 წლის წინ იყო, თუ 30 დღის წინ, რადგან "არა" ყოველთვის ნიშნავს "არას" და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრებზე ორივე მხარე ვთანხმდებოდით და არ ვიცი, რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი, ის არის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ", — ამბობს მსახიობი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები