5 ივლისი რომ გამოძიებულიყო, არ მგონია, მათ პარტიად დარეგისტრირება შეძლებოდათ — აქუბარდია ძალადობრივ ჯგუფებზე
დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ 5-6 ივლისის საქმე დროულად რომ გამოძიებულიყო, ძალადობრივი კონტრაქციის ლიდერები პარტიის შექმნას ვერ შეძლებდნენ. ეს განცხადება მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების მნიშვნელობაზე საუბრისას გააკეთა.
"საგამოძიებო კომისია, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი არის ოპოზიციის ხელში [...] ვფიქრობ, რომ ჩვენ დრო გავუშვით ხელიდან და მნიშვნელოვანი დრო გავუშვით. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. იმიტომ, რომ როდესაც საუბარი არის 5-6 ივლისის საქმის გამოძიებაზე, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, ალბათ, რომ ამ დღეს იყო იერიში ჩვენს კონსტიტუციაზე მიტანილი და დამოუკიდებელ მედიაზე, კრიტიკული აზრი როგორ იდევნებოდა ამ დღეს ვნახეთ, ეს იყო ძალადობრივი აქტი და ჩვენ მოგვიწოდეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ გამოგვეძიებინა ეს საკითხი.
ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ის ძალა, რომელიც დღეს უკვე პოლიტიკურ პარტიას უწოდებს თავის თავს და დარეგისტრირებულია, მე არ მგონია, რომ მათ შეეძლოთ დარეგისტრირება, რომ ყოფილიყო დროულად ამის გამოძიება", — განაცხადა აქუბარდიამ TV პირველის ეთერში.
ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ ინფომ პარტია დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. ალტ ინფოს პარტიის ასაკრძალად ოპოზიციის დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათი განცხადებით, ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
რა ვიცით Alt-info-ზე
შპს ალტ-ინფო იურიდიულ პირად საქართველოს საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია არიან. მარტინენკო ასევე არის არაკომერციული იურიდიული პირის, "ალტერნატივა საქართველოსთვის" საბჭოს წევრიც. ალტერნატივა საქართველოსთვის საბჭოს წევრები ასევე არიან ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, ირაკლი კიზილაშვილი და გიორგი ქარდავა.
2018 წლის ნოემბერში ალტ-ინფომ განაცხადა, რომ ქმნიდა ინტერნეტტელევიზიას, რათა "ლიბერალურ პროპაგანდას" დაპირისპირებოდა. ისინი ქვეყნის მოვლენებს კონსერვატიულ ჭრილში აშუქებდნენ.
ფაქტჩეკერების ქართულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაარეპორტეს ალტ-ინფოს გვერდები მანიპულაციური და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ალტ-ინფო გამუდმებით აჟღერებს ანტიდასავლურ გზავნილებს და ანტიემიგრანტულ პოლიტიკას მოითხოვს. ის ავრცელებს პრორუსულ ნარატივებსაც, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია.
2019 წელს ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა, თუმცა მათ ახალი ქსელი შექმნეს და საკუთარი ნარატივის გავრცელება განაგრძეს. 2020 წლის 23 ოქტომბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი ხელახლა წაშალა, რომელიც 130 აქტივს მოიცავდა. ქსელის მიერ გავრცელებული პოსტები ანტიდასავლური და პარტიზანული შინაარსის იყო.
ამ წმენდის შემდეგაც Alt-info-მ ახალი გვერდები შექმნა, რომელსაც Alt TV დაარქვა და პარალელურად სხვა ქსელების, იუთუბისა და ტელეგრამის ათვისება დაიწყო. ამ ეტაპზეც ფეიბუქზე Alt TV-ს გვერდი დაბლოკილია.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები