სერბული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და კინოკრიტიკოსი პიტერ ბოგდანოვიჩი გარდაიცვალა.

შვილის, ანტონია ბოგდაოვიჩის ცნობით, სახელოვანი რეჟისორი 82 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

პიტერ ბოგდანოვიჩმა თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა What’s Up Doc? (რა ხდება, დოკ?), Paper Moon (ქაღალდის მთვარე) და The Last Picture Show (უკანასკნელი კინოსეანსი). მათ შორის ამ უკანასკნელმა ოსკარის 8 ნომინაცია დაიმსახურა 1972 წელს.

რეჟისორობასთან ერთად მას, როგორც მსახიობს, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ პროექტებში, როგორებიცაა კვენტინ ტარანტინოს Kill Bill და HBO-ს საკულტო სერიალი The Sopranos.

ბოგდანოვიჩის გარდაცვალებას გამოეხმაურა კინოსამყაროს არაერთი გავლენიანი ფიგურა, მათ შორის ფრენსის ფორდ კოპოლა:

"არასდროს დამავიწყდება The Last Picture Show-ის პრემიერა. მახსოვს, ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი 15 წუთი მაინც გაუჩერებლივ უკრავდა ტაშს. არც ის დამავიწყდა, რომ გავიაზრე, მე არასდროს გამომიცდია მსგავსი რამ, რაც პიტერმა და მისმა ფილმმა დაიმსახურა".