სამართალდამცავებს და არმიას მივეცი ბრძანება, გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე — ყაზახეთის პრეზიდენტი
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებსა და არმიას მისცა ბრძანება, გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე. მისივე თქმით, ქვეყანაში გრძელდება "ანტიტერორისტული ოპერაცია" და პოლიციის ძალების, ნაციონალური გვარდიისა და არმიის მიერ ტარდება მასშტაბური სამუშაოები კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგის დამყარებისთვის.
"საზღვრებს გარეთ გამოითქვა მოწოდებები, რომ მხარეებმა გამართონ მოლაპარაკებები პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები დამნაშავეებთან, მკვლელებთან?
ჩვენ მოგვიწია საქმე გვქონოდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ შეიარაღებულ, მომზადებულ ბანდიტებთან. ზუსტად ბანდიტებთან და ტერორისტებთან. ამიტომ საჭიროა მათი განადგურება. და ეს გაკეთება უახლოეს მომავალში.
სამართალდამცავი ძალები მორალურად და ტექნიკურად მზად არიან ამ დავალების შესასრულებლად", — თქვა ტოყაევმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.
მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ალმათში სიტუაცია დასტაბილურდა და მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის პროცესი.
"მაგრამ ტერორისტები კვლავ აზიანებენ სახელმწიფო და კერძო საკუთრებას, იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ", — დასძინა მან.
ტოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ახლებურად წარმოაჩენს.
"დემოკრატია არ არის ყველაფრის უფლება და მით უმეტეს, უკანონო ქმედებებისკენ წაქეზება, მათ შორის, ბლოგოსფეროში".
პრეზიდენტმა თქვა, რომ ალმათში "ტერორისტებმა" დააზიანეს არამხოლოდ ადმინისტრაციული შენობები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეების პირადი ქონებაც.
"რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით სამოქალაქო პირისა და სამხედროს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე".
ამასთან, ტოყაევმა აქტივისტები და უფლებადამცველები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი თავს კანონზე მაღლა აყენებენ და მიიჩნევენ, რომ უფლება აქვთ "შეიკრიბონ იქ, სადაც უნდათ და ილაპარაკონ რაც უნდათ". კრიტიკა მიემართებოდა მედიასაც. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წესრიგის დარღვევაში "თავისუფალ" მედიას წამაქეზებელი როლი აქვს და "გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს უპასუხისმგებლო დემაგოგები განვითარებული ტრაგედიის თანამონაწილეები არიან".
ამასთან, ტოყაევმა თქვა, რომ სიტუაციის დასტაბილურების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტი ჩაირთოს დროის გარკვეულ ინტერვალებში.
"მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა არ ნიშნავს ცილისწამების, შეურაცხყოფისა და წაქეზების თავისუფლად განთავსებას. ასეთი მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს ავტორების აღმოჩენისა და დასჯისთვის", — თქვა მან.
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ამ პერიოდს ქვეყანა მალე გადალახავს, თუმცა მთავარია, არ დაუშვან ამის განმეორება. მისივე თქმით, შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოძებნის და დააკავებს ბანდიტებსა და ტერორისტებს.
ტოყაევის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება.
"ბოევიკებს იარაღი არ დაუყრიათ, აგრძელებენ დანაშაულების ჩადენას ან ემზადებიან ამისთვის. მათთან ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ვინც არ ჩაბარდება, განადგურდება", — აღნიშნა მან და მოსახლეობას მიმართა, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო ქმედების შესახებ.
გარდა ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო გამოხატული მშვიდობიანად, მოსმენილია.
"დიალოგის შედეგად მიღწეულია კომპრომისი, შემუშავებულია გადაწყვეტილებები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. რეგიონებში, სადაც ნარჩუნდება სტაბილურობა, ჩვენ ეტაპობრივად მოვხსნით საგანგებო სიტუაციის რეჟიმს", — აღნიშნა მან და დასძინა, რომ დარწმუნებულია, ყაზახეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მისივე თქმით, ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტულ გეგმას წარადგენს.
დღევანდელ მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ОДКБ-ის ძალები ქვეყანაში მოკლევადიანი პერიოდით არიან და მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერმინისტრს, ასევე, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს. თუმცა განსაკუთრებული მადლობა მიემართებოდა ვლადიმერ პუტინს. ტოყაევის თქმით, მას "ძალიან ოპერატიული და, რაც მთავარია, მას ამხანაგურად თბილი" რეაგირება ჰქონდა მიმართვაზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა "მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა სხვა ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.
ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა არ შეწყვეტილა დაპირისპირება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 26 დემონსტრანტი და 18 სამართალდამცველი გარდაიცვალა.
რატომ დაიწყო პროტესტი
4 იანვარს საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო, 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა. ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა.
დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.
საგანგებო რეჟიმი, რომელიც დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში იყო გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალა მასობრივი შეკრებები და დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი", აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.
5 იანვარს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ფაშინიანი ამ საბჭოს თავმჯდომარეა, მისი სხვა წევრები კი რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და ყაზახეთის ლიდერები არიან. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მოწინავე შენაერთების ნაწილმა დავალებების შესრულება ყაზახეთში უკვე დაიწყო. ОДКБ-ის ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებს დაიცავენ და ძალოვან სტრუქტურებს დახმარებას გაუწევენ.
6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) რუსული დანაყოფების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები