გეჯაძე დაიქირავა TV პირველმა, ექსპერტმა დასკვნა დამკვეთს დაუმალა — ვატო წერეთელი
TV პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ტელევიზიამ დაიქირავა და გეჯაძემ ექსპერტიზის დასკვნა დამკვეთს დაუმალა. ალექსანდრე გეჯაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვას ლაშქარავა გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
"ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს, რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!! დასკვნას ხელი მოეწერა 30-ში, არ გვითხრა არც იმ დღეს, არც 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ, სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან. ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ. ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა", — წერს წერეთელი.
გუშინ, 7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულაი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
რამდენიმე საათში ცნობილი გახდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უწყების მიერ გავრცელებულია დოკუმენტის მხოლოდ ნაწილი — 6 გვერდი 37-დან და იქ წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაცია გახდა. უფრო ზუსტად, ამის შედეგად გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც ლაშქარავამ 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მიიღო: სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლისა და ზედაყბის ძვლის მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, ჰემოსინუსიტი, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. ასევე, სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერების მიხედვით, მას ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, რქოვანი ტრავმული ეროზიო და თვალის კაკლის კომიციო. თუმცა, დასკვნაში წერია, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ეს დაზიანებები არ გამხდარა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, შსს-ს მიერ ექსპერტიზის დასკვნის არაპროპორციული მოცულობით გავრცელება გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს.
საია იცავს ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს, როგორც 5 ივლისს მასზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდთან მიმართებით, ასევე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებიათ ლაშქარავას ოჯახისა და ადვოკატებისთვის. საია ხაზს უსვამს, რომ ეს არის დასკვნის ფრაგმენტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ლაშქარავა გარდაცვალების დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოჯახთან შეთანხმების გარეშე გადაასვენეს.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ხელისუფლება ცდილობს ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს. ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების კადრები გაავრცელა. ვიდეოს გავრცელება საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კადრების გასაჯაროების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა. ინსპექტორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
შსს 5 ივლისის საქმეს ამ დრომდე იძიებს. ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები