თიბისიმ და კომერცბანკმა Marco Polo-ს საშუალებით, საპილოტე პროექტი განახორციელეს
თიბისიმ და კომერცბანკმა ვაჭრობის დაფინანსების ქსელის — Marco Polo-ს საშუალებით, პირველად რეგიონში ორი სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ თეგეტა ჯგუფსა და ევროპაში საავტომობილო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელ MAN Truck and Bus-ს შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით გერმანიიდან საქართველოში სატვირთო ტექნიკის ჩამოტანასთან დაკავშირებული სავაჭრო ოპერაცია განხორციელდა.
თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული.
Marco Polo პლატფორმის წევრებს ვაჭრობასთან და საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებულ თანამედროვე გადაწყვეტებს სთავაზობს. სისტემა, რომელიც სრულად ეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, ხელს უწყობს ვაჭრობის მონაწილეებს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებას, ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლასა და ეფექტურ, მოქნილ თანამშრომლობას.
"ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, პარტნიორებს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმატებით განახორციელონ საერთაშორისო ოპერაციები. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების გუნდი, თითოეულ მომხმარებელს და მის ტრანზაქციას ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველაზე მომგებიანი და ნაკლებ რისკიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. Marco Polo-ს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტა შევთავაზოთ, გავუმარტივოთ ცხოვრება და ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი და ეფექტური გავხადოთ", — ამბობს თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
"Marco Polo პლატფორმის მიზანი სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობა და პროცესში ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მათი კორპორაციული კლიენტებისთვის და ზოგადად, ვაჭრობის ეკოსისტემისთვის ღირებულების შექმნაა. მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ წარმატებით განახორციელა პლატფორმის სატესტო პროექტი და შედეგად, ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის გაზრდას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში", — ამბობს აუტარი მეგლე, TradeIX-ის გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მმართველი დირექტორი,
"კლიენტების საჭიროებების შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია მომარაგების ქსელის მართვის ინოვაციური მეთოდების განვითარება, ასევე პროცესების ავტომატიზაცია და გაციფრულება. Marco Polo-ს ქსელთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბლოკჩეინის უდიდეს პოტენციალზე გვაქვს წვდომა. ვინაიდან, ვაჭრობის დაფინანსება თიბისი ბანკისა და კომერცბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული საპილოტე ოპერაცია ბუნებრივი თანხვედრა იყო", — ამბობს ჰანს კრონი, CIS რეგიონული უფროსი, კომერცბანკი.
"თეგეტა ჯგუფი საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია რეგიონში. საერთაშორისო ოპერაციები ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თიბისი ამ მიმართულებით უკვე წლებია თეგეტას საიმედო პარტნიორია. გვიხარია, რომ ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შანსიც პირველებს ჩვენ მოგვეცა, ვინაიდან საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად მარტივი და ეფექტური გზების გამოყენება კომპანიის ბიზნესპროცესებს კიდევ უფრო მოქნილსა და თანამედროვეს ხდის", — ამბობს თინათინ ლაბარტყავა, თეგეტა ჯგუფის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი.
"ვაჭრობის დაფინანსების პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, დაინტერესებული ვართ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენ მივყვებით ციფრული განვითარების ტენდენციას. აღნიშნული საპილოტე პროექტის მსგავსი ინიციატივები, ჩვენთვის შესაძლებლობაა რომ ბიზნესპროცესები გავამარტივოთ", — განაცხადა MAN Truck and Bus-ის წარმომადგენელმა.
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
კომენტარები