ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხაებით, შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ტიპის გადაწყობები იყოს პარტიაში. მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს თუმცა ტქვა, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი.

"იმის შესახებ როგორი იქნება გადაწყვეტილებები ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვადასტურებ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს და ამ საკითხების გადაწყვეტის ფარგლებში სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს სხვადასხვა ტიპის გადაწყობები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", — ამბობს წილაური.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებითკი, დღეს პოლიტსაბჭოზე "შიდაპარტიულ გაძლიერებაზე" ისაუბრებენ. უდუმაშვილის არ ადასტურებს იქნება თუ არა საუბარი საკადრო გადაადგილებებზე.