garibashvili.ge — ირაკლი ღარიბაშვილისთვის ვებგვერდი შექმნეს
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ვებგვერდი შექმნეს —garibashvili.ge. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს,12 იანვარს მთავრობის სტრატკომის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. On.ge დეტალებზე მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ვებგვერდის შექმნაში "არაფერი დახარჯულა".
საიტზე მითითებულია, რომ ის 2021 წელს შეიქმნა. ვებგვერდზე განთავსებული ნიშნულების მიხედვით, სიახლეების გაცნობა ქართულად, ინგლისურად, ოსურად და აფხაზურად შეგეძლებათ.
ვებგვერდს 4 მთავარი განყოფილება აქვს — შესახებ, სიახლეები, 2030 და გალერეა. პირველ განყოფილებაში პრემიერმინისტრის განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას. აქვე მითითებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს 4 უცხო ენას — ქართულს, ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს.
2030-ის განყოფილებაში ყველა სამინისტროს 10-წლიანი გეგმაა მოცემული, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ქართულად და ინგლისურადაა ხელმისაწვდომი.
სიახლეებში გაერთიანებულია პრემიერმინისტრის განცხადებები, პრესრელიზები, მთავრობის სხდომები და სხვა მნიშვნელოვანი ამბები. საიტზე განთავსებულ სულ პირველ სიახლედ მისი პრემიერმინისტრად დანიშვნა იძებნება სათაურით — "პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა". ფოტო და ვიდეო გალერეაშია პატრიარქთან შეხვედრის კადრები, მთავრობისა და უწყებათაშორისი საბჭოს სხდომები, ასევე, ფოტოებია საერთაშორისო შეხვედრებიდან.
გარდა ამისა, ოფიციალური ვებგვერდიდან შეგიძლიათ პრემიერმინისტრს წერილი გაუგზავნოთ.
საიტზე მითითებულ YouTube-ზე გადასვლა შეფერხებული იყო, ახლა კი მომხმარებლის ნაწილისთვის ეს შესაძლებელია, ნაწილისთვის ისევ არა. ვებგვერდზე დატანილია ღარიბაშვილის Facebook-ისა და Twitter-ის ბმულებიც.
მთავრობის სტრატკომზე გამოქვეყნებული პოსტი კი, რომელიც საზოგადოებას ღარიბაშვილის საიტზე აწვდის ინფორმაციას, მთავრობას დასპონსორებული აქვს, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს.
Facebook Ad Library-ის მონაცემების მიხედვით, ამ პოსტის დასპონსორებისთვის მთავრობამ 100 დოლარი დახარჯა და 15-20 ათას მნახველზეა გათვლილი.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები