საქანიმა — ქართული ანიმაციის აწმყო და სამომავლო პერსპექტივა
ქართულმა ანიმაციამ განვითარების გრძელი გზა გაიარა. 1936 წელს პირველი ქართული ნახატი ფილმი — არგონავტები შეიქმნა, ასე დაიწყო ქართული ანიმაციის ისტორია, რომელიც თანამედროვე ანიმაციის რუკაზე თავის დამკვიდრებას დღემდე ცდილობს.
თანამედროვე ანიმაციის სამყარო ერთიანი, გლობალური სივრცეა, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა და ინდუსტრიის წამყვან სააგენტოებთან, ხელოვანებთან თუ პოტენციურ ინვესტორებთან კავშირების დამყარება ხშირად პროექტის ბედს განსაზღვრავს.
2019 წელს საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია დაარსდა, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში მოქმედი მცირე სტუდიებისა და ანიმატორების ერთ ჭერქვეშ გაერთიანება, მათთვის ახალი პერსპექტივების გახსნა და ქართული ანიმაციის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა.
რეჟისორისა და პროდიუსერის, მარიამ კანდელაკის, რატი ნანეიშვილისა და ელენე მურჯიკნელის მიერ დაარსებული ასოციაცია უკვე 60 წევრს აერთიანებს. უკვე სამი წელია, სამუშაო შეხვედრებით, კონფერენციებითა და ცოდნის გაზიარებით, ორგანიზაცია ქართველ ხელოვანებსა და სტუდიებს საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობაში ეხმარება. ანიმაციური ფილმების გადაღებისა და დისტრიბუციის პროცესში ჩართული პირები ერთობლივად ცდილობენ ქართული ანიმაციის განვითარებას, ცოდნისა და უნარების დახვეწას, ახალგაზრდა ანიმატორების შემოქმედებითი ხედვის მხარდაჭერასა და ქართული ანიმაციის ხილვადობის გაზრდას.
საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია შემოქმედებს პროდუქტის საბოლოო დახვეწაში და პორტფოლიოს შედგენაში ეხმარება, რაც საერთაშორისო ფესტივალებზე ღირსეულად მონაწილეობისთვის უმნიშვნელოვანესია. სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრები, შესაძლოა, ინვესტორის მოპოვებაში დაეხმაროს ხელოვანს, ახალ შემოქმედებით თანამშრომლობებს დაუდოს საფუძველი ან, სულაც, ახალი შთაგონების წყაროდ იქცეს.
2021 წლის ნოემბერში, თბილისში ანიმაციის საერთაშორისო კონფერენცია — ანიმა თბილისი 2021 გაიმართა, რომელმაც ანიმატორთა ასოციაციის 3-წლიანი მუშაობა შეაჯამა, პანელურმა დისკუსიებმა კი ისეთი თემები დაფარა, როგორიც ქართული ანიმაციის მომავალი, საქართველოს ადგილი მსოფლიო ანიმაციის რუკაზე, საერთაშორისო პარტნიორობები და პერსპექტივები და ანიმაციის ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია.
საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დახმარებით განხორცილებული არაერთი პროექტის პრეზენტაცია შედგა, მათ შორის, გაიმართა ნანა ჯანელიძის ფილმზე — Where is Lisa Going? — მომუშავე ანიმატორებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია. ცნობილი ქართველი რეჟისორის ახალი ფილმი ანიმაციური ჩანართებით იქნება გაფორმებული, რომელზეც ქართველმა ხელოვანებმა იმუშავეს, საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია კი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და პროდუქტის საბოლოოდ დახვეწაშიც მიიღო მონაწილეობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა აზერბაჯანთან თანამშრომლობით გამართული სამუშაო შეხვედრებია, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალგაზრდა ანიმატორების ერთობლივ მუშაობასა და პროექტების დახვეწას ისახავდა მიზნად. ეს ახალგაზრდა ხელოვანებს საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს და მათი იდეების რეალობად ქცევის შანსს ზრდის. წელს ბულგარეთი და საქართველო გაერთიანდებიან და ეცდებიან ამ ქვეყნების განვითარების პროცესში მყოფი ინდუსტრიები ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ.
ანიმატორთა ასოციაციის ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე წარმატებული მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია — მიტოვებული სოფელია, რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი მოიარა და არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. ანიმაციის პრემიერა 2020 წელს იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მარიამ კაპანაძის სადებიუტო ნამუშევარმა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო და სიგელიც მიიღო. მიტოვებული სოფელი იაპონიაში ტოკიოსა და ნაგანოს ხელოვნების მუზემშიც აჩვენეს, სადაც ის 24 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. პარიზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე მონაწილეობა მაყურებლისა და ჟიურის პრიზებით აღინიშნა. ჩეხეთში, ლიბერეჩში გამართული ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე — ANIFILM — ანიმაციურმა ფილმმა ჯილდო არანარატიული და აბსტრაქტული ფილმების კატეგორიაში მოიპოვა. მიტოვებულმა სოფელმა ბულგარეთში World Festival of Animated Film-ის კრიტიკოსები ჯილდოც დაიმსახურა. ოქტომბერში კი ნამუშევარმა კანადაში, ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვა.
მიტოვებული სოფლის საერთაშორისო წარმატება და აუდიტორიის დიდი დაინტერესებაც მოწმობს, რომ ანიმატორების, პროდიუსერების, ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა ქართული ანიმაციის ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობს და საერთაშორისო ბაზარზე ადგილს დაუმკვიდრებს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეული ხედვისა და შესაძლებლობების მქონე ინდუსტრიას.
სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, მოპოვებული ჯილდოები, საერთაშორისო კონფერენციები კი საქართველოს ანიმატორებისთვის მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები