ბაზრის ექსპერტები დაღმავალი ტენდენციის მქონე ამ სამ აქციაზე ფასების ზრდას ელოდებიან
ინვესტირების მთავარი ხიბლი ისეთ აქციებში ფულის დაბანდებაა, რომლებსაც არსებულ ფასთან შედარებით ზრდის მაღალი პოტენციალი აქვთ. ყველა ასეთი აქცია ხელის გულზე არ დევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს კარგად ვიცნობდეთ.
Goldman Sachs-მა, რომელიც მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკია, კომპანიების აქციების მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა და ისეთი აქციები გამოყო, რომლებიც მზარდი შემოსავლების მიუხედავად საფონდო ბირჟას ვერ იპყრობენ. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ასეთ კომპანიებზე გიყვებით.
Twilio (TWLO)
ეს კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებს მომხმარებლებთან ურთიერთობაში ეხმარება. ამისთვის ტექსტურ ჩატებს, სატელეფონო და ვიდეო ზარებს იყენებენ.
კომპანია 2008 წელს დაარსდა და არსებული მდგომარეობით 250 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
Twilio-ის ბიზნესი სწრაფად მზარდია. 2021 წლის მესამე კვარტალში, კომპანიის შემოსავლები წლიურად 65%-ით გაიზარდა და $740,2 მილიონს მიაღწია. მენეჯმენტი მეოთხე კვარტალში შემოსავლების 760-დან 770 მილიონ დოლარამდე ზრდას ელოდება.
მიუხედავად კომპანიის მაჩვენებლების ზრდისა, მისმა აქციებმა საფონდო ბირჟა ვერ დაიპყრეს. ბოლო სამ თვეში S&P 500-ის ინდექსი 7%-ით გაიზარდა, თუმცა Twilio-ის აქციები 30%-ით შემცირდა.
Goldman ფიქრობს, რომ აქციები 60%-ით გაიზრდება და 350 დოლარს მიაღწევს.
Boeing (BA)
ბოლო წელიწად-ნახევარში საფონდო ბირჟაზე აღმავალი ტენდენციები შეინიშნებოდა, რის გამოც ბევრმა კომპანიამ იხეირა.
მათ რიგებში არ არის Boeing. ბოლო ერთ თვეში კომპანიის აქციებზე ფასები გაიზარდა, თუმცა მათი ღირებულება ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ მონაცემებს.
როგორც ცნობილია, Boeing თვითმფრინავების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია ტურიზმის სექტორზე შეტევას განაგრძობს, ავიაკომპანიების მწარმოებლები ჯერ კიდევ თავს იკავებენ ბიზნესის გაფართოებისგან და დამატებითი თვითმფრინავების შესყიდვისგან.
მიუხედავად ამისა, კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებში პოზიტიური ცვლილებებია. მესამე კვარტალში მისი შემოსავლები წლიურად 8%-ით $15,3 მილიარდამდე გაიზარდა.
Goldman-ის ეგრეთ წოდებული ყიდვის რეიტინგის მიხედვით, Boeing-ის აქციების ფასი 305 დოლარად არის შეფასებული. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული მდგომარეობით კომპანიის ერთი აქცია 224 დოლარად ივაჭრება, ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო ბანკი Boeing-ის აქციების ფასის 35%-ზე მეტით გაზრდას ელოდება.
FedEx Corporation (FDX)
იქიდან გამომდინარე, რომ FedEx-ის მიტანის სერვისი ბევრი ბიზნესის მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტია, მასზე მოთხოვნის ზრდას მუდმივად უნდა ველოდოთ.
2021 წლის დასაწყისში კომპანიის აქციებმა აღმასვლა დაიწყეს, თუმცა ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდში შენელდა. გასულ წელს FedEx-ის აქციებზე ფასი ჯამში 4%-ით გაიზარდა.
საინვესტიციო ბანკი — Goldman — საკუთარი რეიტინგის მიხედვით, კომპანიის აქციებზე მიზნობრივ ფასს 343 დოლარად აფასებს. ეს ფასი FedEx-ის აქციების არსებულ ღირებულებას 33%-ით აღემატება.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, გასული წლის სექტემბერ-ნოემბერში FedEx-მა 23,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 14%-იან ზრდას ნიშნავს.
კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე დაკვირვება მათი აქციების ღირებულების ობიექტურ შეფასებაში დაგეხმარება. გარდა ამისა, ეს საშუალებას მოგცემს გარკვეული პროგნოზებიც გააკეთო. საერთო ჯამში, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები