გია ცაცაშვილი

14 Jan. 2022, 17:16

შეიძლება ბევრს ახსოვს, როგორ ახშობდნენ საბჭოთა კავშირში რადიო თავისუფლების, ამერიკის ხმის, ევროპის ხმის გადაცემებს. მე მოსწავლეობიდან ვუსმენდი ხოლმე ამ გადაცემებს და მახსოვს საშინელი ხრიალი და ხმაური, რომლის ფონზე ძალიან ძნელი იყო იმის გარჩევა, რას ლაპარაკობდნენ სტუდიაში სტუმრები და წამყვანი. ანალოგიურადაა ყველა ინფორმაციის შემთხვევაშიც. დესტრუქციის მექანიზმები უფრო დაიხვეწა და უბრალოდ, ხელისშემშლელი ხმაურიდან გაჩნდა ახალი, უფრო ქირურგიული დეზინფორმაციული ემოციების თამაში, ტერმინებით მანიპულაცია და ასეთი ინსტრუმენტარები.

სხვათა შორის, ესეც ე.წ. საბჭოთა კავშირის კაგებეს ტექნოლოგიაა სახელწოდებით "აქტიური ღონისძიებები". როგორც საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული მოვალეობა, ასევე, ჩემი აკადემიური ინტერესი მოტივაციას მაძლევს, რომ მივიტანო სიმართლე ადრესატამდე ამ ხელისშემშლელი აქტიური ღონისძიებების ფონზეც. უნდა მივაღწიოთ, ჩემი აზრით, ერთგვარ ეკოლოგიურ ცნობიერებას საზოგადოებაში ამ თემის ფართო გაგებით, რომ ყველამ გააცნობიეროს ერთი რამ, ვისაც რა თქმა უნდა, გულწრფელად აინტერესებს, როგორც ფეხბურთში მსაჯი დარბის და ნერვიულობს, ისევე, როგორც თვითონ ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები, არანაკლებ, მაგრამ მათგან განსხვავებით დაინტერესებული არ არის კონკრეტული გუნდების შედეგებით, არამედ დაინტერესებულია თამაშის კორექტულად წარმართვით, ასევეა ცესკოც. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  3. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  4. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს:…