კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, უწყება რეორგანიზაციაზე საუბრობს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს. მათი თქმით, სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით მიიღეს. ერთ-ერთი თანამშრომელი ფორმულასთან ამბობს, რომ მას მიზეზად კომპეტენციის ნაკლებობა დაუსახელეს. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი, გიორგი გაგოშიძე ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
"ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვარ, მაქვს ძალიან ბევრი სტატია, მოქმედი მეცნიერი ვარ, მაქვს რამდენიმე მონოგრაფია, უცხოეთში კონფერენციებში ვიღებ მონაწილეობას, ჩემი სტატიები იბეჭდება უცხოეთში და ცოტა გასაკვირია, როგორ დამიწუნა კომპეტენცია ახალმა დირექციამ, რომელსაც ჩემს საქმეში კომპეტენცია 0 აქვს. [...] უშუალოდ ჩემს სპეციალობასთან არ უნდა იყოს ეს დაკავშირებული, სავარაუდოდ, გვერდითა, მომიჯნავე პოლიტიკის საკითხია. ხშირად ვიღებ მონაწილეობას მიტინგებში, მაგალითად, ვაპროტესტებ ოკუპაციას, მე მგონი, ყველა ქართველმა უნდა გააპროტესტოს. სავარაუდოდ, ეს მიმართულება უნდა იყოს", — ამბობს ის ფორმულასთან.
კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, ნანა კვიციანი კი ტელეკომპანიას უყვება, რომ წერილი დღეს დილით ნახა და გამოგზავნილი წუხელ, გვიან ღამით იყო. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საგანმანათლებლო სამსახური ერთი ხელის მოსმით დაშალეს.
"როდესაც დაიწყო ჩვენთან ე.წ. რეორგანიზაცია, მე პროტესტი განვაცხადე, რადგან ვთვლიდი, რომ არ ტარდებოდა სწორად და წერილიც მივწერე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. კომისია იყო ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი, ვისაც უნდა განესაზღვრა, შევესაბამებოდი თუ არა ჩემს პოზიციას. [...] ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ეს საგანმანათლებლო სამსახური, რომელმაც ძალიან ბევრ ბავშვს დიდი სიხარული მიანიჭა და იმედი მაქვს, ცოდნაც შემატა, ასე ერთი ხელის მოსმით დაშალეს", — ამბობს ის.
თანამშრომლების განცხადებას მოგვიანებით გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. უწყებაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია დაასრულეს და შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია 25 ნოემბერს დაიწყო და დღეიდან, 15 იანვრიდან ახალი საშტატო განრიგი ამოქმედდა.
"რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას. რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა", — აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია, რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა, კერძოდ, ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი.
"აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული", — აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ უწყებაში დღემდე არ არსებობდა სამსახური, რომელიც განახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო/ვიდეო ფიქსაციას, არტეფაქტების ტექნიკურ კვლევასა და დიაგნოსტიკას კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და ა.შ.
სააგენტოს განცხადებითვე, ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები