8 მსახიობი, რომელიც როლისთვის ზედმეტად ან არასაკმარისად მომხიბვლელად ჩათვალეს
შესაძლოა, ჰოლივუდის მსახიობისთვის წარმატების მისაღწევად გარეგნობა გადამწყვეტი არ იყოს, თუმცა ის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად პერსონაჟის შინაგანი სამყაროს, თავისებურებებისა თუ ისტორიის გადმოსაცემად რეჟისორებს გარეგნობასთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. მიუხედავად იმისა, სამართლიანია თუ არა მათი შენიშვნები თუ შეფასებები, გარეგნობის გამო კასტინგზე მისული არაერთი ნიჭიერი მსახიობი დარჩენილა როლის გარეშე.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 8 მსახიობს, რომელიც რეჟისორებმა და პროდიუსერებმა როლისთვის ზედმეტად ან არასაკმარისად მომხიბვლელად ჩათვალეს:
1. მერილ სტრიპს უშნო უწოდეს და King Kong-ში არ ათამაშეს
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როლზე უარი უნიჭიერეს მერილ სტრიპსაც მიუღია. პროდიუსერმა მის წინ იტალიურად თქვა: "რა უშნოა". მერილმა მისი ნათქვამი გაიგო და საკადრისი პასუხიც გასცა. მართალია როლი არანაკლებ ნიჭიერმა ჯესიკა ლანგმა მიიღო, თუმცა, სავარაუდოდ, პროდიუსერმა საკუთარი გადაწყვეტილება და სიტყვები მოგვიანებით მაინც მწარედ ინანა.
2. კირა ნაიტლი Pride and Prejudice-ში ლამის არ ათამაშეს, რადგან ზედმეტად ლამაზად თვლიდნენ
საბოლოოდ, კირამ ელიზაბეთ ბენეტის როლი მაინც მიიღო, რადგან კასტინგზე მისვლის შემდეგ რეჟისორმა ჩათვალა, რომ კირა იმაზე მომხიბვლელი ეგონა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
3. ენდრიუ გარფილდმა ნარნიის ქრონიკებში პრინცი კასპიანის როლი ვერ მიიღო, რადგან "საკმარისად მომხიბვლელი" არ იყო
"მახსოვს, როგორი სასოწაკვეთილი ვიყავი. ნარნიას ქრონიკებში პრინცი კასპიანის როლის მისაღებად კასტინგზე მივედი და ვიფიქრე, 'ამიყვანენ, ამიყვანენ', მაგრამ როლი სიმპათიურმა და შესანიშნავმა ბენ ბარნსმა მიიღო. მგონი, ჩვენ ორს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი და მახსოვს, რომ სასოწაკვეთილი ვიყავი", — იხსენებს მსახიობი.
ენდრიუს თქმით, უარის შემდეგ საკუთარ აგენტს მიზეზი ბევრჯერ ჰკითხა და საბოლოოდ პასუხიც მიიღო: "ისინი თვლიან, რომ საკმარისად მომხიბვლელი არ ხარ, ენდრიუ", — უპასუხა აგენტმა.
4. ჰიუ გრანტი Four Weddings and a Funeral-ში ლამის დაიწუნეს, რადგან ზედმეტად სიმპათიურად თვლიდნენ
"ფილმში გადამწყვეტი იყო, რომ მთავარი გმირი სიმპათიური არ უნდა ყოფილიყო", — ასე განმარტა მიზეზი სცენარის ავტორმა რიჩარდ კურტისმა, რომლის სურვილის საწინააღმდეგოდ ჰიუ გრანტმა როლი მაინც მიიღო.
5. 21 წლის ჰენრი კავილი ჯეიმს ბონდის როლზე წონის გამო დაიწუნეს
ჰენრი კავილის თქმით, 21 წლის ასაკში ჯეიმს ბონდის როლის მისაღებად კასტინგზე მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ როლისთვის ზედმეტი წონა ჰქონდა და შემდეგ ცდაზე უკეთეს ფორმაში უნდა ჩამდგარიყო.
6. სკარლეტ იოჰანსონი The Girl With the Dragon Tattoo-ისთვის ზედმეტად სექსუალურად ჩათვალეს
რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა სკარლეტისთვის უარის თქმა მსახიობის სექსუალურობით ახსნა. ლიზბეთ სალანდერის როლი სკარლეტის ნაცვლად რუნი მარამ მიიღო.
7. მინი დრაივერი Good Will Hunting-ში ლამის არ ათამაშეს, რადგან "საკმარისად მიმზიდველი" არ იყო
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეფასება სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნობილ ჰარვი ვაინშტაინს ეკუთვნოდა. საბედნიეროდ, ბენ აფლეკმა, მეთ დეიმონმა და ფილმის რეჟისორმა მინის მხარი დაუჭირეს. მინიმ როლი შეინარჩუნა და ოსკარის ნომინაციაც მიიღო.
8. ჯენიფერ ლოურენსს თავდაპირველად Winter's Bone-ში მონაწილეობაზე უარი უთხრეს, რადგან "ზედმეტად ლამაზი" იყო
ჯენიფერ ლოურენსის თქმით, შემდეგ ცდაზე ცუდ ფორმაში მივიდა, პროდიუსერები დაარწმუნა, რომ ცდებოდნენ და როლიც მიიღო.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები