ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა — დევნილების განცხადება
სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების განცხადებით, დღეს საქართველოში ადამიანები კვდებიან გულგრილობის, უიმედობისა და სასოწარკვეთის გამო. ისინი გამოეხმაურე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გუშინ დევნილთა დასახლებაში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევა" იყო და თქვეს, რომ "სამარცხვინოა გარდაცვლილის გარშემო აგორებული ნარატივი".
ისინი საუბრობენ, რომ ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს, უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას. სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ითხოვენ, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მოყენებული ზარალის ანაზღაურებას და უსაბრთხო, ადამიანურ პირობებს საცხოვრებლად.
"სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, მაშინ როცა, გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდელის მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.
დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.
გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების ავადმოხმარების, კონფლიქტის — ველოდებით სხვა ვერსიებსაც. შესაძლოა, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა ა სასოწარკვეთას შორის. სამწუხაროა, რომ 3 ათწლეულის მანძილზე დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთვის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშინ როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ, მაშინ, როდესაც, მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა.
გუშინ ფიზიკურად იცავდა მოსახლეობა მიცვალებულს, სწორედ იმის გამო, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს, სამწუხაროდ, ქვეყანაში. ჩვენ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირულის არა მხოლოდ ცხედარს, არამედ სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია, ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი.
არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისათვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებია და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება დღეს პროაქტიულად, რომ სხვა ოჯახები იყვნენ დაცული. რა ხანია ვიბრძვით, რა ხანია ვცდილობთ კომუნიკაციას, ჩვენთვის კი არავის სცალია. 29 წელია ვცხოვრობთ ამ პირობებში, დავკარგეთ ქონება, დავკარგეთ სახლი, დავკარგეთ მშვიდი ცხოვრების უფლება, დავკარგეთ განვითარების პერსპექტივა.
ვითხოვთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებას. ვითხოვთ, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზარალის ანაზღაურებას. ვითხოვთ, ადამიანურ, უსაფრთხო პირობებს. მე ჩემ სიტყვას ბატონი ზურის სიტყვებით დავასრულებ — "იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ". ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს, უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას და გთხოვთ, მოუფრთხილდით გარდაცვლილი ადამიანის სახელს და მისი ოჯახის წევრებს.", — ამბობენ ისინი.
16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ცხედრის ექსპერტიზაზე გადატანის უფლებას.
დღეს, 17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი მაშინ, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან წინასწარ გაკეთებული განცხადებები არასწორია.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები