ანა ფრანკის სიკვდილიდან 77 წლის შემდეგ გაარკვიეს, სავარაუდოდ, ვინ გასცა მისი ოჯახის სამალავი
სულ ცოტა ხნის წინ დასრულებულმა გამოძიებამ, რომელშიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელიც იყო ჩართული, დაადგინა იმ ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელმაც ანა ფრანკისა და მისი ოჯახის სამალავის შესახებ ნაცისტებს შეატყობინა.
გამოძიების შედეგების მიხედვით, ამსტერდამელმა ებრაელმა, არნოლდ ვან დენ ბერგმა, სავარაუდოდ, თავისი ოჯახის გადარჩენის მიზნით ფრანკები გასცა. რამდენადაც ცნობილია, იგი ამსტერდამის ებრაული საბჭოს წევრი იყო; ეს ორგანო ნაცისტებმა ებრაულ დასახლებებში შექმნეს, თუმცა, საბჭო 1943 წელს დაიშალა, მისი წევრები კი საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდნენ. ამის მიუხედავად, გამოძიებაში ჩართული მკვლევრები ასკვნიან, რომ ვან დენ ბერგი საკონცენტრაციო ბანაკში არ გაუგზავნიათ. არსებობს მოსაზრებაც, რომ ებრაული საბჭოს წევრი ნაცისტებს ინფორმაციას აწვდიდა.
"როცა ვან დენ ბერგმა დაკარგა დაცვის ყველა ის ბერკეტი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან იხსნიდა, მას მოუწია, ნაცისტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა თავისი კავშირების შესახებ, რათა ის და მისი ცოლი გადარჩენილიყვნენ", — ჰყვება FBI-ის ყოფილი აგენტი, ვინს პენკოუკი.
პენკოუკის გარდა, ექვსწლიან პროცესში ჩართულები იყვნენ ისტორიკოსები და სხვა ექსპერტები, რომლებმაც "ცივი საქმის" გასახსნელად გამოძიების თანამედროვე მეთოდები გამოიყენეს, მათ შორის, კომპიუტერული ალგორითმი ფრანკების ოჯახსა და სხვა ადამიანებს შორის კავშირების დასადგენად.
გამოძიების გუნდის თქმით, მათ ასევე იპოვეს ხელჩასაჭიდი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა, რომ ოტო ფრანკმა (ანას მამა, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხალი დაბრუნდა) სამალავის გამცემის ვინაობა იცოდა, თუმცა, არ გაუმჟღავნებია.
წინა გამოძიების მასალებში ინახება ოტო ფრანკისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილიც, სადაც სამალავის გამცემად სწორედ არნოლდ ვან დენ ბერგი სახელდება.
პენკოუკის აზრით, იმ ფაქტს, რომ ოტო ფრანკს ვან დენ ბერგის ჩადენილი არასდროს გაუმხელია, შეიძლება ანტისემიტური გარემო ხსნიდეს.
"ალბათ იფიქრა, თუკი ამას ხელახლა ამოვატივტივებ, ცეცხლს ისევ გააღვივებსო", — დასძენს გამომძიებელი, — "თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვან დენ ბერგიც ებრაელი იყო და საკუთარი თავის გადასარჩენად ნაცისტებისგან უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა".
ნიდერლანდური გაზეთის ცნობით, ვან დენ ბერგი 1950 წელს გარდაიცვალა.
უახლესი გამოძიების შედეგებს გამოეხმაურა ანა ფრანკის მუზეუმიც, რომელმაც გამომძიებელთა გუნდს თავისი არქივით სარგებლობის უფლება მისცა. მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორის, რონალდ ლეოპოლდის აზრით, კვლევით "მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია და განმაცვიფრებელი ჰიპოთეზა შევიტყვეთ, რომელიც უფრო მომდევნო და კიდევ უფრო სიღრმისეული გამოძიებისათვის მყარ ნიადაგს ამზადებს".
წარმოშობით ებრაელი ანა ფრანკი 1945 წლის ზამთარში, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ნაცისტური პოლიტიკის გამო, გერმანიაში დაბადებულ ანას, თავის ოჯახთან ერთად, ჯერ ნიდერლანდებში გადასახლება მოუწია, შემდეგ კი — ორი წლის განმავლობაში, ამსტერდამის ერთ-ერთი საწარმოს ოფისის მეორე მხარეს, სამალავში ცხოვრება. სამალავში ყოფნისას ანა დღიურს წერდა და ომის დასრულების შემდეგ მის გამოქვეყნებას ფიქრობდა. ფრანკების ოჯახის დაპატიმრების შემდეგ, დღიურები ოტოს თანამშრომლებმა, მიპ გისმა და ბეპ ვოსკაილმა იპოვეს, რომლებმაც ტექსტი ომის დასრულებამდე შეინახეს, მერე კი, ოჯახიდან გადარჩენილ ერთადერთ წევრს, ანას მამას გადასცეს. ოტომ თავისი შვილის ოცნება აასრულა და დღიურები წიგნად გამოსცა, მას შემდეგ კი ანა ფრანკის დღიური ნაცისტების დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტკიცებულებაა. დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში მისი 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები