ჰარცელის თქმით, სააკაშვილის კადრებზე სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას იწვევს და ეს აღარ უნდა განმეორდეს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ჯარიმის გაუქმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აცხადებს, რომ ეს ბევრ კითხვას ბადებს და ასეთი რამე არ უნდა განმეორდეს.
"ძირითადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოების გამოქვეყნებას ვუყურებთ, როგორც ადამიანის უფლებათა მხრიდან და ასევე, საერთაშორისო სამართლის კუთხით. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას იწვევს, ასეთი რამე არ უნდა განმეორდეს", — განაცხადა ჰარცელმა.
რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, ჰარცელის განცხადებით, ამ შემთხვევაში, პრობლემა ორი მიმართულებით არსებობს — ერთი, არის მეთოდი, რომლითაც ამ ინსტიტუტის გაუქმება მოხდა და მეორე, დრო, რა დროშიც ეს განხორციელდა. ჰარცელის თქმით, ევროკავშირი კანონის შემუშავების პროცესს ყურადღებით აკვირდებოდა. მან ინსპექტორის სამსახური მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის დემოკრატიის საკვანძო კომპონენტია.
"იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი იყო დაინტერესებული პირი, ასევე, ამ სახელმწიფო ინსტიტუციის მხარდამჭერი, არამარტო ისეთი, არამედ ფინანსური მხარდამჭერიც და ეს ინსტიტუტი ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია დემოკრატიისა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმი და ძალიან სერიოზული საკითხია, რომელსაც შემდეგი განხილვები უნდა მოჰყვეს. არამარტო ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება, არამედ სხვადასხვა მთავარმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და შეშფოთება გამოთქვეს", — განაცხადა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილება 17 იანვარს გააუქმა.
11 იანვარს სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების გადაწყვეტილებაც გააუქმა.
7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის, "საკვების" მიღების და რუსთავის ციხის დატოვების კადრების გავრცელების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები