მთავრობების პოლიტიკას ზურგს უმაგრებს სტიგმა და სტერეოტიპები დევნილი მოქალაქეების შესახებ — Tbilisi Pride
Tbilisi Pride უერთდება სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების მოთხოვნას მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესახებ. ორგანიზაციაში აცხადებენ, პრობლემაა არა მხოლოდ როგორც მოქმედი, ისე წინა მთავრობების გულგრილი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, არამედ საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები დევნილი მოსახლეობის შესახებ.
"უნდა ითქვას, რომ გულგრილობაში მხოლოდ მოქმედ, თუ წინა მთავრობებს ვერ დავდებთ ბრალს. მთავრობების პოლიტიკას ზურგს უმაგრებს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები დევნილი მოქალაქეების შესახებ.
თბილისი პრაიდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეზობლებს და ყველა დევნილს. ჩვენ ვუერთდებით სანატორიუმი "ქართლის" მაცხოვრებლების მოთხოვნებს ადეკვატური საცხოვრისით მათი უზრუნველყოფის შესახებ, აგრეთვე, ვითხოვთ ღირსეულ საცხოვრისს ყველა დევნილისთვის!" — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია ეხმაურება 16 იანვარს, დევნილის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებასაც.
"პრემიერმინისტრი დუმს, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, ეს თვითმკვლელობა "უბედური შემთხვევა" იყო და დევნილების პრობლემასთან კავშირი არ აქვს. ამგვარად, მათ შეურაცხყვეს გარდაცვლილი და ისევ და ისევ უგულებელყვეს ღირსეულ საცხოვრისთან დაკავშირებით დევნილების არსებული პრობლემები", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებლების თქმით, შენობაში ახალი ბზარები გაჩნდა, ხოლო, ერთ-ერთი დევნილის სახლში ჭერი ჩამოინგრა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ დასახლებაში მომხდარის "უბედური შემთხვევად" მოხსენიება არასწორია.
16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები