ნებისმიერ შემთხვევაში სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები უნდა განვითარდეს — თურნავა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები უნდა განვითარდეს.
"ნებისმიერ შემთხვევაში სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები უნდა განვითარდეს და ჩვენ გვაჩვენა ამ ნამახვანის პერიპეტიებმა ის, რომ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას იწვევს ის ფაქტი, თუკი სახელმწიფო არის ლიდერი.
სახელმწიფო მზად არის ლიდერობისთვის ამ ტიპის პროექტებში. ეს ისეთი ტიპის პროექტებია, სტრატეგიული პროექტები, რომელზეც რესურსი ყოველთვის მოინახება იმიტომ, რომ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება და მომავალი, ეკონომიკური ზრდაც არის დამოკიდებული", — განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, ისინი ეცდებიან, რომ კომპანია ენკასთან ურთიერთობა დავის გარეშე მოაგვარონ ურთიერთმისაღები პირობებით.
"მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები კომპანია ენკასთან ან ნებისმიერ კონკრეტულ ინვესტორთან, მიუხედავად იმისა, თუ შეასრულებს ეს ინვესტორი ვალდებულებებს, თუ ვერ შეასრულებს, შეძლებს თუ არა სწორი კომუნიკაციის აწყობას პროექტის ირგვლივ, თვითონ პროექტი არ უნდა დაზიანდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყოთ ეს ორი საკითხი და ასეც უნდა მივუდგეთ. ინვესტორთან, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, რომ არბიტრაჟის გარეშე და დავის გარეშე, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და წინასაარბიტრაჟო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დავხუროთ ეს ფურცელი, თუ დავინახავთ, რომ ინვესტორი მზადაა, უფრო მეტად მოქნილი გახდეს, კომუნიკაციაში შევიდეს მოსახლეობასთან, იგივე გარემოს დაცვით საკითხებს სწორად უპასუხოს და ამის სურვილი გააჩნია, დაბრუნდეს, ამაზეც ვისაუბრებთ.
თუ მოლაპარაკების შედეგად ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვირჩევნია და ინვესტორსაც ურჩევნია ერთმანეთს დავცილდეთ, ესეც გვინდა დავის გარეშე მოხდეს, ურთიერთმისაღები პირობებით", — თქვა მინისტრმა.
22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა, ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა.
ექსპერტების შეფასებით, თუ კომპანიასა და მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა დაიწყება, ქვეყანას ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტას წინ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უძღოდა. თავდაპირველად აქციები რიონის ხეობაში იმართებოდა, შემდეგ კი თბილისშიც. საბოლოოდ, მხარეებს შორის მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთო, თუმცა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები