ბაქრაძე: ვინ თქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასოლიდარულია?
"ვინ თქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასოლიდარულია?", — წერს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე Facebook-გვერდზე და ასე ეხმაურება საინიციატივო ჯგუფის მიერ წიგნის დასაბეჭდად საჭირო თანხის შეგროვებას.
"არნახულ ტემპებში, არნახული ხალისით, მხოლოდ სამ საათში შეგროვდა საჭიროზე მეტი თანხა. ყველას უდიდესი მადლობა, ყველას ვინც თუნდაც 1 ლარი გადმორიცხა საერთო საქმისთვის. დიდი, დიდი მადლობა ამ ერთად დგომისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენისთვის, დიდი სიყვარულითვის, რადგან სიყვარულის გარეშე არაფერი კარგი არ გამოდის", — წერს ის.
ელენე ბაქრაძის (დარიანის) პოეტური კრებულის შესწორებული ვერსიის გამოსაცემად მხოლოდ 3 საათში 12 661 ლარი შეგროვდა. წიგნის პირველი ვერსიის დაბეჭდვაში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად და შესწორებული ვერსიის გამოსაცემად 12 560 ლარი იყო საჭირო. საინიციატივო ჯგუფი ამბობდა, რომ მათი მიზანი იყო ფული ერთ კვირაში შეეგროვებინათ, ახლა კი ამბობენ, რომ მორჩენილ თანხას სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ და ამის შესახებ საზოგადოებას მალე აცნობებენ.
წიგნი თავდაპირველად გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა, თუმცა, მასში შეცდომით აღმოჩნდა ანა კალანდაძის ორი ლექსი. ამის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს სამომავლოდ "სერიოზულად" განიხილავდა მუზეუმის დირექტორთან და კრებულის ერთ-ერთი შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან.
ტირაჟის ამოღების მიუხედავად, წიგნზე სოციალურ ქსელში მაინც დიდი მოთხოვნა გაჩნდა და სწორედ ამაზე საპასუხოდ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდა მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტროს უნდა დაუბრუნოს და ამდენივეა საჭირო ხელახლა დასაბეჭდად.
"ყველას, ვინც 25 ლარზე მეტს შესწირავს, საჩუქრად გადაეცემა ერთი წიგნი. რასაკვირველია, 25 ლარზე მეტის შემოწირვა შესაძლებელი და სასურველიცაა", — წერია ჯგუფის განცხადებაში.
სასაჩუქრედ განკუთვნილი ეგზემპლარების გარდა, ტირაჟიდან დარჩენილი წიგნები მუზეუმს გადაეცემა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები