არძინბამ ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებული პროექტები გააკრიტიკა და მათი განხორციელება აკრძალა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე მათი პროექტები გააკრიტიკა, ხოლო ნაწილის, მათ შორის, ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება აკრძალა.
როგორც დე ფაქტო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, არძინბა შეხვედრაზე ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) პროექტის განხორციელების საკითხს შეეხო, მას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი "მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა".
"ეს დაუშვებელი პროექტია, რომლის მიზანიც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა, აფხაზებსა და ქართველებს შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე პირდაპირ დიალოგის ჩამოყალიბება. ამ პროექტის განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე მიუღებელია. ჩაიწერეთ და ასეთი პროექტები აღარ აკეთოთ. ჩვენ უფლებას არ გაძლევთ, რომ ეს გააკეთოთ", — თქვა მან.
ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, არძინბამ UNDP-ის წარმომადგენელებსაც აუკრძალა პროექტების, კერძოდ, სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება და აღნიშნა, რომ ამის უფლება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს აქვთ.
"მინისტრი აფხაზეთის მოქალაქეებს შორის სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების თემას შეეხო, რომელმაც შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხები წამოჭრა და საქართველოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა შეისწავლა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი, ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი 17 ნოემბერს გახდა. არძინბა 1990 წელს სოხუმში დაიბადა. არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოში ახალგაზრდობის საქმეების საბჭოს თავმჯდომარე. 2014–2018 წლებში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში.
გარდა ამისა, ის ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. უკრაინული მედია მას უკრაინაში ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმის უშუალო ლიდერს უწოდებს. კერძოდ, მას ბრალი ედება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებაში, თანამოაზრეების დაქირავებაში და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფო "ბესარაბიის" ფორმირების უკანონო გამოცხადების წინაპირობების შექმნაში, აგრეთვე, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
კომენტარები