ქალმა ქმრის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე მოიგო
საქართველოს მოქალაქემ ქმრის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე მოიგო. ქალი ამტკიცებდა, რომ გამოძიება არაეფექტურად წარიმართა.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მომჩივნის ქმარმა თავი 2013 წელს მოიკლა და მანამდე, ერთი დღით ადრე ის მეგობრის მიერ კანაფის მოხმარების საქმეზე პოლიციაში მოწმედ დაიბარეს. გარდაცვლილმა ცოლს უთხრა, რომ განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და სთხოვდნენ, ეღიარებინა, რომ მისი მეგობარი ნამდვილად ფლობდა კანაფს.
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიება 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე მიმდინარეობდა. 2016 წლის 25 მარტს პროკურორმა დაადგინა, რომ დანაშაული არ ჩადენილა და გამოძიება დახურა. 2016 წლის 16 ივნისს მომჩივანმა პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საჩივარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობდა, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრება მხოლოდ დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მქონე პირს შეეძლო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას თვითმკვლელობის გარემოებები საფუძვლიანად არ შეუსწავლია, რამაც შეარყია სისხლის სამართლის გამოძიების საერთო ეფექტურობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, რაც ორ წელზე მეტია, თუმცა არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე, მთავრობას კი არ გაუკეთებია რაიმე განმარტება გამოძიების შეჩერების პერიოდთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი და სახელმწიფოს მომჩივნისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 000 ევროს ოდენობით კომპენსაციას აკისრებს.
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები