როგორ ვლინდება ბავშვობის ტრავმა ზრდასრულობაში
ზოგიერთ ადამიანს ბავშვობის პერიოდში ტრავმასთან გამკლავება უწევს. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური და ემოციური ჩაგვრა, ყურადღების ნაკლებობა ოჯახის წევრის მხრიდან ან სხვა. თუმცა, ტრავმულ გარემოში აღზრდის შედეგები თავს იჩენს არა მხოლოდ ბავშვობაში და მოზარდობისას, არამედ ზრდასრულ ასაკშიც კი.
ბავშვი თავის თავს გადახდენილი ამბებით სამყაროს "რუკას" ქმნის. თუმცა, თუკი იგი ახალი რუკის შექმნას აღარ ცდილობს, სამყაროს მისეული აღქმა გონებაში იბეჭდება და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლინდება.
გამოვლინება ბევრგვარი შეიძლება იყოს, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ქვემოთ ჩამოთვლილი 4 მდგომარეობაა.
1. ყალბის "მეს" შექმნა
ბავშვობაში ძალიან გვინდა, მშობლებს ვუყვარდეთ და ჩვენზე ზრუნავდნენ. როცა ასე არ ხდება, ჩვენ ვცდილობთ, ისეთი ბავშვი გავხდეთ, რომელიც, ჩვენი აზრით, მათ ეყვარებათ. ამის ერთ-ერთ საშუალებად გულჩათხრობილობაც კი შეიძლება იქცეს და ასე ვქმნით ყალბ "მეს" — ადამიანს, რომელსაც სამყაროს წარვუდგენთ.
გულჩათხრობილობით ჩვენს ნამდვილ თავთან კავშირსაც ვკარგავთ, რადგან განცდები პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ვიწყებთ ცხოვრებას იმის შიშით, რომ თუკი ნიღაბი მოგვცილდება და ნამდვილი სახე გამოგვიჩნდება, ჩვენ აღარავის ვეყვარებით, აღარავინ მიგვიღებს და იზრუნებს.
საუკეთესო გზა, რომლითაც დაკარგული ნამდვილი "მეს" დაბრუნება შეგიძლიათ, ბავშვობის ემოციურ ტრავმასთან გამკლავებაში სპეციალიზებულ ფსიქოთერაპევტთან საუბარია. იგი დაგეხმარებათ, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს ისევ დაუკავშირდეთ და თავი უსაფრთხოდ და სრულყოფილად იგრძნოთ.
2. მსხვერპლის როლში ყოფნის განცდა
რასაც ვფიქრობთ და რისიც გვჯერა, სწორედ იმას ველაპარაკებით საკუთარ თავს, ხოლო საკუთარ თავთან ლაპარაკი ან გვამხნევებს, ან — გვთრგუნავს. დათრგუნვას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისადმი ნეგატიური დამოკიდებულება იწვევს; ეს გვაგრძნობინებს, თითქოს ჩვენი ცხოვრების მართვის უნარი არ გვქონდეს, ანუ ვიყოთ მსხვერპლის როლში.
ისეთ სიტუაციაშიც კი, როცა გვგონია, რომ არჩევანი არ გვაქვს, ყოველთვის არსებობს არჩევის შესაძლებლობა — სხვა თუ არაფერი, იმის არჩევის მაინც, როგორც აღვიქვამთ ცხოვრებას. ბავშვობაში საკუთარ თავზე და ჩვენს გარემოზე კონტროლის შესაძლებლობა ან არ გვაქვს, ან — მხოლოდ მცირედით, თუმცა, ზრდასრულობაში ყველაფერი იცვლება. დამთგრუნველი ფიქრების მოჭარბებისას, როგორც წესი, სიტუაციის შეცვლის იმაზე მეტი შანსი არსებობს, ვიდრე ეს თავად გვგონია.
საკუთარი თავი შეგვიძლია, არათუ მსხვერპლად, არამედ გადარჩენილად აღვიქვათ. შემდეგ ჯერზე, როცა გამოსავლის ძიებაში თავს ჩიხში მომწყვდეულად იგრძნობთ, გაიხსენეთ, რომ მდგომარეობას იმაზე მეტად აკონტროლებთ, ვიდრე გგონიათ.
3. პასიური აგრესია
როცა ბავშვები ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც ბრაზს ძირითადად არაჯანსაღი ფორმით გამოხატავენ, ისინი იწყებენ ფიქრს, რომ გაბრაზება მიუღებელია. თუკი ბავშვობისას ბრაზის ძალადობრივ გამოვლინებას შეესწარით, ზრდასრულ ასაკში შეიძლება იფიქროთ, რომ მრისხანება ძალადობრივი ემოციაა და უნდა დაითრგუნოს. ან, თუ ბავშვს მშობლები ასწავლიან, რომ ბრაზი "აკრძალული" განცდების სიაშია, იგი მის დათრგუნვას ეცდება, მაშინაც კი, როცა ზრდასრულობაში მისგან გათავისუფლებით სარგებლის მიღება შეუძლია.
და რა ხდება მაშინ, როცა ბრაზს არ გამოხატავთ? თუკი ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც უსიამოვნო განცდებს თრგუნავს, პასუხი ალბათ იცით — არც არაფერი. ისევ გაბრაზებული ხართ. არადა, ბრაზი სრულიად ბუნებრივი ემოციაა, რომელსაც ყველა განვიცდით; თუმცა, ხშირად მისი მიღებისა და გამომწვევი მიზეზის გადაჭრის ნაცვლად, უბრალოდ, ისევ გაბრაზებული რჩებით. და რადგან ბრაზის დათრგუნვა ბოლომდე არ შეგვიძლია, განცდების გამოხატვის გზა პასიური აგრესია ხდება.
4. პასიურობა
ბავშვობაში მშობლის ან მეურვის ყურადღების ნაკლებობა კიდევ ერთი გარემოებაა, რომელიც ბრაზისა და შიშის ემოციების დაგროვებისკენ გვიბიძგებს. გვგონია, ამის შემდეგ ყურადღებას მოგვაქცევენ და აღარ მიგვატოვებენ. თუმცა, ამის ნაცვლად, შედეგი ისაა, რომ საკუთარ თავს მივატოვებთ ხოლმე. ვხდებით პასიური და ჩვენი პოტენციალის გამოყენებისკენ აღარ მივისწრაფვით. პასიური ადამიანი საკუთარ თავს ეუბნება: "ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ არ გავაკეთებ".
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჩვენი განცდების დათრგუნვისას საკუთარ თავსაც ვთრგუნავთ. ბავშვობის ტრავმის გამო, შეიძლება, ჩვენი სხვადასხვა ნაწილის დამალვა ჩვევად გვაქვს, რაც მაშინ ალბათ ამართლებდა კიდეც. თუმცა, ზრდასრულ ასაკში საკუთარი განცდები გვეუბნებიან, ვინ ვართ და რა გვინდა.
სახლი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრია.
ის საშუალებას გაძლევთ, გაუმკლავდეთ ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:
→ ნარკოტიკზე, ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე, თამაშზე დამოკიდებულებები და სხვადასხვა კომპულსიური ქცევები
→ კვებითი აშლილობა
→ შფოთვა
→ დეპრესია
→ ტრავმა
→ მწვავე სტრესი და ადაპტაციის პრობლემები.
ლიცენზირებული სპეციალისტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი ბენეფიციარს სთავაზობს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამას, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ინტერვენციას.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები